20 თებერვალს, 14:00 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”
აწყობს ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლის, ზურაბ დათუაშვილის საიუბილეო გამოფენას, სახელწოდებით “შავ-თეთრი სიმფონია”.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატიკის ასი ნამუშევარი.
“ღრუბელთ მეტყველება”, “დედა ბუნება”, “სოფელი… წუთისოფელი”, “პორტრეტები”, “იყო ჩიტი მგალობელი” “სარკმელი”, “ევა”, “ტაძარი” და სხვა.
ზურაბ დათუაშვილი ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლად ითვლება. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ფოტოჟურნალისტიკაში. მისი ნამუშევრები ოსტატობით, განსხვავებული ხედვითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია წლების მანძილზე ფოტოხელოვანის მიერ გადაღებული მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას უქმნის მაყურებელს.
ღონისძიებას გახსნის და რამდენიმე მუსიკალურ ნომერს შეასრულებს ანსამბლი “მადლი”.
გამოფენა “შავ-თეთრი სიმფონია” ხელოვნების სასახლეში 27 თებერვლამდე გასტანს.
