მთავარი » კულტურა

იური მეჩითოვი: “ფოტო ქმნის და ამდიდრებს ისტორიას”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2011 | 9,199 ნახვა

იური მეჩითოვი: “ჩვენს საზოგადოებას თავისი ტაბუ გააჩნია”…

ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი ქართული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი სრულყოფილი წარმომადგენელი გახლავთ.

იური მეჩითოვიფოტოგადაღება 10 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, მისი, როგორც ფოტოგრაფის კარიერა 1979 წელს თბილისში ჩატარებული პირველი გამოფენით დაიწყო.

თუ რას ფიქრობს ქართული ფოტოგრაფიის შესახებ და რა გეგმები აქვს მას მომავალში, ამის შესახებ თავად იური მეჩითოვი გვიამბობს:

გვიამბეთ, თქვენი პირველი პერსონალური გამოფენის შესახებ.…

1982 წელს “ხელოვნების მუშაკთა სახლში” მქონდა პერსონალური გამოფენა, სადაც უკვე სერიოზულად წარვდექი საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ შედგა ჩემი ფოტოგრაფიული დებიუტი. ამის შემდგომ მივიღე მონაწილეობა ლონდონის, ვენის, ბრატისლავას, ედინბურგისა და სხვა გამოფენებში.…

2010 წელი მეტად აქტიური იყო ჩემთვის გამოფენების მხრივ. ვიყავი სტამბულში, რუსეთში, პოლონეთში, ვარშავაში, ლონდონში. …

ბოლო გამოფენა წელს გერმანიაში მქონდა, კერძოდ, დრეზდენში.

რამდენად არის განვითარებული ფოტოგრაფია საქართველოში?

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვმუშაობ კინორეჟისორ თამუნა სულამანიძესთან ერთად. ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ წიგნს ქართული ფოტოგრაფიის შეახებ.

წიგნი მოიცავს ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას 1950 –1955 – იანი წლებიდან. ეს გახლავთ დრო, როდესაც აღარ დევნიდა რეჟიმი ხალხს და ამის შემდეგ დაიწყო აღორძინება ზოგადად ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის.

მოხდა ისე, რომ ფოტოგრაფიას მიეცა საშუალება, შემდგარიყო გამოფენები, დაიწყო აღზევება კლუბების სახით. ჩამოყალიბდა ორი კლუბი: ერთი გახლდათ “თბილისი”, მეორე – “საქართველო”.

ამჟამად სად მოღვაწეობთ?

ფოტოგრაფიაჩემს ასისტენტთან, მაია დეისაძესთან ერთად ვმუშაობ. ჩვენ ვასწავლით სამ დაწესებულებაში. ესენი გახლავთ: “თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი”, “მაესტროს სკოლა-სახელოსნო” და სტუდია “I see”, ანუ “მე ვხედავ”.

სტუდენტები გადიან კურსებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი უნივერსიტეტის ბაზა ძალიან მოიკოჭლებს. საჭიროა თანხების ჩადება უნივერსიტეტში.

ორწლიანი სწავლებისას, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზული შესწავლა მიმდინარეობს ფოტოგრაფიისა.

ხოლო ოთხთვიანი და ექვსთვიანი საბაზისო კურსის გავლისას ძირითადად ანბანს სწავლობენ, თუმცა ეს იმდენად ჩაღრმავებული ცოდნაა ანბანისა, რომ მერე შესაძლოა “ლექსი” დაწერო.

ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში მოგწონთ განსაკუთრებით მუშაობა?

პატრიარქიალბათ, უფრო პორტრეტში. დეკემბრის ბოლოს გამოვიდა ჩემი პორტრეტების წიგნი, რომელიც თი ბი სი ბანკმა დაბეჭდა, როგორც საჩუქარი თავისი მომხმარებლისთვის. წიგნში 101 პორტრეტია შესული.

პორტრეტის ჟანრში მუშაობა მომწონს იმიტომ, რომ იგი გულისხმობს ადამიანთან ურთირთობას. ხშირად აღვნიშნავ, რომ ფოტოპორტრეტის გადაღების 99%-ს შეადგენს ურთიერთობა, რაც კარგად გამომდის. ამ ყველაფერს მოსდევს ტექნიკური ფიქსაცია.

რამდენად მისაღები და მოთხოვნადია ქართველი საზოგადოებისთვის ნიუს ჟანრში გადაღება?

ეს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქალებს, რომლებმაც იციან, რომ ყველაფერი წარმავალია და უნდათ, რომ დარჩეს ფოტოსურათზე მათი გარეგნობა.

როგორც თვეების ბავშვებს უღებენ ფოტოებს იმისთვის, რომ დაამახსოვრდეთ ეს ასაკი, რატომ არ შეიძლება ქალმა აღბეჭდოს თავისი სილამაზე ფოტოსურათზე?

მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის გადავარდნილი ტალიბანურ ტრადიციონალიზმში. ნორმალური საზოგადოება გახლავთ, რომელსაც თავისი ტაბუ გააჩნია.

ზოგადად ქართველი საზოგადოებისათვის მისაღებია ნიუს ჟანრი, თუმცა ვინც ამას არ იღებს, ეს მისი პრობლემაა.
როგორც ყველას არ შეუძლია აღიქვას პოეზია, ასევე შესაძლებელია შიშველი ნატურაც ვერ შეიცნოს, როგორც ხელოვნება.
გნებავთ თეატრი ავიღოთ. ყველა დადის თეატრში? თუ არ არის ადამიანი თეატრის აღმქმელი, რა თქმა უნდა, ვერ უჩვენებ მას სპექტაკლს.

რამდენად ხელმისაწვდომია რიგითი ადამიანისათვის, გადაიღოს იური მეჩითოვთან?

სამწუხაროდ, მე არ შემიქმნია არანაირი სტრუქტურა, რასაც ვნანობ კიდევაც. ჯერჯერობით ეს ხდება მეგობრულ დონეზე.…

პრინციპში, ჩემი ოცნება არის სტუდიის დაარსება, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მოვიდნენ და შექმნან თავიანთი პორტრეტები.
მე ფულს უფრო სხვა რამეში ვიღებ.…კერძოდ, იმაში, რასაც ვასწავლი. შეიძლება ქორწილი გადავიღო და ა.შ.

ჩვენს საზოგადოებას უამრავი დიდებული ადამიანის წარმოსახვის საშუალება არ აქვს.

წარმოიდგინეთ, რამდენად ღარიბია ჩვენი წარმოდგენა დავით აღმაშენებელზე?!

ჩვენ არ გვაქვს მისი გამოსახულება, არც – ფერწერული ტილო. ერთი ფრესკაა გელათში და დაახლოებით იქიდან გვაქვს ძალიან განზოგადებული წარმოდგენა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ილია ჭავჭავაძე უსურათოდ? – უკვე ვერ შევძლებთ. ძალიან ძნელი იქნებოდა უსურათოდ წარმოგვესახა, თუ როგორი იყო იგი.

ვაჟა-ფშაველა ავიღოთ. ფანტასტიური სურათები შემორჩა მისი. ჩვენს გაგებას იმ დიდ ადამიანზე, დიდ მგოსანზე ბევრს მატებს მისი ფოტოები.

გნებავთ მისი ბოლო სურათი გავიხსენოთ, როდესაც საავადმყოფოში წევს, თეთრებში ჩაცმული მედდებით გარშემორტყმული. აი, სწორედ ეს ფოტოები ამდიდრებს და ქმნის ისტორიას, ხდის მეტად ხელშესახებს.

არიან დიდებული ადამიანები, რომლებიც წავიდნენ ამ ცხოვრებიდან და არ დატოვეს ისეთი სურათი, რომელიც მათზე წარმოდგენას შეგვიქმნიდა.

გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ…

გამოფენას უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ, რადგან შარშან დიდი გამოფენა უკვე მქონდა. 635 სურათი წარმოვადგინე ქარვასლაში და ეს ჩემი 30 წლის ნაშრომი გახლდათ.
ბუნება
ეს გამოფენა მოიცავდა 30 წლის ქართულ ისტორიას. რეალურად გამოვიდა, რომ ისტორია გადავიღე, რადგან აქ ასახულია ხალხი, მოვლენები, გარკვეულწილად, ამ მოვლენების გამეორებაც.

ამჟამად ვფიქრობ წიგნზე და პარალელურად, ფილმზე, რომლის გადაღებაც ამ სურათების გარშემო მოხდება. მას სათაურად დაახლოებით დაეწერება: ”საქართველოს უახლესი ისტორია იური მეჩითოვისაგან”.

მსურს, ამ წიგნზე მუშაობის პროცესი ვაქციო ფილმად და იქ იქნება საუბრები, მეტწილად, საქართველოს მომავალზე, აწმყოზე, უახლეს წარსულზე.

ამით ვამტკიცებ, რომ მე არ ვარ მხოლოდ ფოტოგრაფი.…

მაია დეისაძე (იური მეჩითოვის ასისტენტი):

რას მიიჩნევთ ფოტოგრაფიის პრობლემად საქართველოში?

საქართველოში ფოტოგრაფიის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, შემფასებლებთან არის დაკავშირებული.

საზოგადოებაში ფოტოგრაფიის შემფასებელი არაკომპეტენტური გახლავთ, რეალური შემფასებელი არ არსებობს.

რატომღაც მდარე პროდუქცია გახდა ძალიან მოთხოვნადი, პატივსაცემი, ხოლო კლასიკურ და სერიოზულ პროდუქციას შემფასებელი არ გააჩნია.

არ არსებობდა სკოლები, რომლებიც მისცემდა განათლებას საზოგადოებას, ასწავლიდა, თუ რა არის ჭეშმარიტი ფოტოგრაფია და რა – არა.

ამასთან, ციფრულმა ტექნოლოგიამ, რომელიც ძალიან გამარტივებულია, ძალიან შეუწყო ხელი უხარისხო გამოსახულების გამრავლებას.
ყველას შეუძლია გამოსახულების მიღება და კარგსა და ცუდს უკვე აღარავინ უყურებს.

რადგან გამოსახულების მარტივად მიღების შესაძლებლობა გაჩნდა, ამ შემთხვევაში თვლიან, რომ უკვე მიაღწიეს სრულყოფილ გამოსახულებას.

მაგრამ ფოტოგრაფია არის ძალიან ღრმა ცნება, რომელიც კარგ განათლებას მოითხოვს, დიდ გამოცდილებას და აგრეთვე, უნდა გქონდეს ბევრი ინფორმაცია ამ დარგში, რომ, პირველ რიგში, გახდე კარგი შემფასებელი და შექმნა ღირებული გამოსახულება.

გავიხსენებ ერთ ისტორიას: 1999 წელს ბატონ იურის ჰქონდა პირველი ეროტიული გამოფენა. ეს გახლდათ ნიუს ჟანრში შემდგარი გამოფენა, სადაც დავპატიჟე ჩემი თანამშრომელი, ფილოსოფოსი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, პროფესორი. იგი ულამაზესი ქალბატონი გახლავთ და უკვე ხანში შესული იყო იმ პერიოდში. როდესაც მოვიდა, დაათვალიერა გამოფენა და…მითხრა:

”მაიკო, იცი რა ლამაზი ფიგურა მქონდა? სარკეში რომ ჩავიხედავდი, მე თვითონ მსიამოვნებდა და რა საშინელებაა, რომ მე არაფერი არ დამრჩა”. ამ ადამიანმა გამოხატა თავისი წუხილი.…ბევრს გაუჩნდება სინანული, მაგრამ გამბედაობა არ აქვს იმის, რომ მივიდეს ფოტოგრაფთან და გადაიღოს თავისი ღირსებები.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარიამი says:

    პატრიარქის ფოტო განსაკუთრებით მომეწონა… გმადლობთ ბატონო იური, ამ სურათისთვის

  • ნიკა says:

    საქართველოში შიშველ ნატურის გადაღებას უმეტესობა უარყოფითად აღიქვამს, რაც საზოგადოების დაბალ დონეზე მიუთითებს, შესაძლოა ამან გამოიწვა ის, რომ ხალხს არ ყოფნის გამბედაობა გადაიღოს თავისი ღირსებები.

  • ნინო says:

    სიამოვნებით ვიპოზიორებდი იური მეჩითოვის ფოტო ობიექტივთან :)

  • თიკა says:

    ეს მდინარე სურამულაა თუ არ ვცდები…

  • ქეთევანი says:

    არა მგონია გვერდზე, სადაც წმინდა წერილის სიტყვები, წნინდანების გამოსახულებები და გამონათქვამებია, იური მეჩეთოვის ადგილი იყოს. ნიკასაც შეეშალა მგონი მისამართი, ან ორი ბატონის მონობას ცდილობს.

  • ნინო says:

    იური მეჩითოვი ფოტოხელოვანი გახლავთ, თუ მის პიროვნებასთან გაქვთ პრეტენზია ეს უკვე სხვა თემაა. რაც შეეხება გვერდს, რელიგურ-საზოგადოებრივია.

  • მურთაზ მეჯიტოვი says:

    ყოველი ფოტო რომელიც ასახავს ადამიანში არსებულ ნაკვეთურს დადებითათ გასათავისებლად საზოგადოების თვალთა ხედვაში ეს იმას ნიშნავს რომ ფოტოგრაფის ხედვა და მავდროულად ცოდნა რომელიც გაააჩნია ნამდვილად პატივსაცემია. ბატონო იური მე თქვენს შემოქმედებას დიდათ ვაფასებ გამომდინარე იქედან რომ ყოველი ფოტო აგნიშნავს ყოველგვარ სილამაზეს რაც კი შეილებ საზოგადოებათა უმრავლესობისათვის გარყვნილებად აგიქმებოდეს. მაგრამ იმედი მაქვს რომ რბო რომელებსაც ამ ყოველივე სილამაზის რეალურად გათავისება არ შეუძლიათ მოვა დრო და ძალიან დიდ სინანულს გამოხატავენ თავიანთი შეცდომების გამო. წარმატებებს გისურვებთ ბატონო იური

  • გიორგი says:

    მეჩითოვის ცოტა არ იყოს და კაი შავბნელი ამბები ვიცი მე, ასე რომ რელიგიურ ჟურნალში მისი ადგილი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს მისივე პროფესიით!!!

    აი აწი ვინ გახდება მეჩითოვი ეგ არ ვიცი, მაგრამ დღეს მეჩითოვის ქრისტიანული ჟურნალის ფურცლებზე დადებით პერსონად განხილვა სიმანძაგეა და მეტი არაფერი!!!

    ხო, ასევე ჟურნალის რედაქტორს რჩევას მივცემ, სიტყვა საზოგადოებრივი კარგად ვერ ფარავს არარელიგიურს და ასეთ რამეს ვთავაზობ: “რელიგიურ-კაცობრივი” და არა რელიგიურ-საზოგადოებრივი. აი მერე ოდნავ მაინც ჩაჯდება მეჩითოვი თვქენ ფორმატში.

  • no name says:

    ბატონო გიორგი, ალბათ მეჩითოვზე გაციელებით მაღალი დონის შემოქმედი ბრძანდებით…

  • გიორგი says:

    აა, ე.ი. თუ მასზე მაღალი დონის შემოქმედი ვარ, უფლებაც მაქვს მასზე არადადებითად ვისაუბრო და თუ მასზე დაბალი დონის ან საერთოდ არ ვარ შემოქმედი (თუმცა ყველა ადამიანი უნდა იყოს შემოქმედი) მაშინ როგორ ვბედავ მასზე ასეთი რამის დაწერას ხო?
    ჰმმ, ჩამჭრელი კითხვა იყო რა პირდაპირ, ჰოი საოცრებავ!

    ხოლო ზემოთ ვიღარც მეჩითოვი ბრბოს ახსენებს, თუმცა წერაც არ იცის ნორმალურად და პლუს იმხელა თავხედია, რომ საზოგადოებას თურმე გარყვნილება არ მოსწონს და ეს რა ჩამორჩენილობა ყოფილა და გარყვნილებით რომ არ იხიბლებიან ამის გამო მალე თურმე სინანულში აღმოჩნდება ეს საზოგადოება…..

    სიტყვა სინანულს რომ შინაარსი დაეკარგება რელიგიური ჟურნალის ფურცლებზე, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე!

    ფუიიიიი……..

  • ანი. says:

    რამ გაგამწარათ ბატონო გიორგი? აქ კონკრეტულად მეჩითოვის პერსონაზე არაა საუბარი, აქ უბრალოდ მისი სემოქმედებაა განხილული. იდეალური ადამიანი არავინაა, და თუ თქვენ პირადად მეჩიტოვი არ მოგწონთ უფლება არ გაქვთ შეურაცხოფა მიაყენოთ იმ ადაიანებს ვისაც მისი ნამუშევრები მოსწონს..
    რენასანსის გენიოსებს არ ვადარებ ბატონ მეჩითოვს , მაგრამ თქვენთვის ალბათ ბოტიჩელი და რაფაელიც გარყვნილებაა…
    აქ ხელოვნებაზეა საუბარი..

  • *** says:

    რა ვნებათაღელვაა მეჩითოვის ინტერვიუს გარშემო……..))))))))))

  • ქეთი says:

    ვფიქრობ, მეჩითოვის ინტერვიუ “ამბიონს” პიარ-მენეჯერობას უწევს)))

  • გიორგი says:

    მეჩითოვი სულაც არაა ჩემი ყურადღების ცენტრი, უბრალოდ ამბიონი რომ პიარს მეჩითოვით გაიკეთებს, მაგარი ცუდადაა საქმე!

    რატომ მეპროვოკატორებით? სადმე მოვიხსენე ის ხალხი ცუდად, ვისაც მისი “შემოქმედება” მოსწონს?

    ისე, სხვათაშორის ვიღაც წერაკითხვის უცოდინარი მეჩითოვი, იმ ხალხს მოგვიხსენიებს ბრბოდ (ნუ ბრბოს წერაც არ იცის, სხვა ბევრ სიტყვასთან ერთად), ვისაც გარყვნილება არ მოგვწონს და მის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ!

    რას გეტყვით იცით? ყველა თქვენთაგანი, ვისაც მეჩითოვი გევასებათ, დაუყენებიხართ მწრივში სულ შიშვლები და სულ ნაირნაირ პოზებში გადაუღიხართ!
    ეს ხომ დიდი ხელოვნებაა, თან მეჩითოვი ყველგან იკვეხნის, 30 ქალი ერთად გავაშისვლე და სულ ტრაკზე ტკაცატკუცით აღვბეჭდე ფირზეო.
    ჰო და თქვენც მიმატებიხართ მათ სიას…….

    აბა ერთი ახლა არ მოგეწონოთ ეს რომელიმეს! წესით რაც სხვისთვის მოგწონთ, თვქენთვის უნდა იყოს მისაღები პირველ რიგში.

  • ეკა says:

    სად მეჩეთოვი და სად ამბიონი??? ხალხო გადავირიე ვინმემე გამარკვევს რა ხდება ?
    მე არც ის გამიკვირდება მეჩეთოვი რომ მღვდლად დასვან უკვე არაფერი აღარ მიკვირს !!!!!

    • meme says:

      :):):):):):) მეჩითოვი ტერტერა, ან მამაო, ჰაჰაჰაჰაა…. :))) კარგად ვიცინეეეე.. ნამდვილად არაფერია უკვე ამ ქვეყანაში გასაკვირი! მალე პუტინსაც საქართველოს მფარველ წმიდანად შერაცხავენ, მისი დამხმარე ანგელოზებითურთ . მაგ. “წმიდა ბიძინა მართალი” და ასე. შ.. :@ ეჰჰ.. სასაცილოდ არ გვაქვს საქმე ნამდვილად..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი