მთავარიფოტორეპორტაჟიფოკანის 10 წლის იუბილე

ფოკანის 10 წლის იუბილე

ფოკანის ჯვარი

სასტუმრო Radisson BLU-ს საგამოფენო დარბაზში “ფოკანის სახელოსნოების” “ხელოვნების ათწლიანი ისტორიის” გამოფენა გაიმართა. გამოფენა 7 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გახსნა.

ექსპოზიცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო და “ფოკანის სახელოსნოების” დაარსებიდან 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ამ პერიოდის განმავლობაში “ფოკანის სახელოსნოებში” შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები როგორც კერძო კოლექციებიდან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებიდან, ასევე ახალი ნაკეთობები – მინანქრით, მიკრომოზაიკითა და ძვირფასი თვლებით მორთული ნივთები და ხელით მოხატული ფაიფურის ჭურჭელი.

გამოფენა 10 მაისამდე გაგრძელდება.

ნინო ჩალაძე

2 COMMENTS

  1. დაე გვფარავდეს საქართველოს ყველა სიწმინდე

  2. ულამაზესია,ძალიან ძვირფასია…ამაზე მშვენიერი ადამიანის ხელით რა უნდა გკეთდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები