მთავარიკულტურაფიროსმანის მირზაანის კოლექცია წინანდალში პირველად გამოიფინება

ფიროსმანის მირზაანის კოლექცია წინანდალში პირველად გამოიფინება

2015 წლის 4 მაისიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (წინანდალი) ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. წინანდალი წარმოდგენილი იქნება მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნახატი, მხატვრის სხვადასხვა პერიოდის გამოფენის აფიშები და პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი”.

გამოფენა კომპანია “სილქნეტისა” და სილქ როუდ ჯგუფის პატრონაჟით იმართება და 31 მაისის ჩათვლით დარჩება წინანდალში.

ამ სახით რეტროსპექტივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამის “მუზეუმების კოლექციიდან” ფარგლებში მოგზაურობს – კოლექცია თბილისის ხელოვნების სასახლეში, შემდეგ ქუთაისში იყო წარმოდგენილი. ნიკო ფიროსმანის მირზაანის კოლექციის გამოფენა პირველად ეწყობა წინანდალში. შემდეგ ნამუშევრები ბათუმის სახლემწიფო მუზეუმში განთავსდება.

ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ღონისძიება გაუმართავს წინანდალში. მათ შორის იყო სალვადორ დალის, პიტ მონდრიანის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, შურა ბანძელაძის, დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენები.

ისტორიული კომპლექსი აერთიანებს სახლ-მუზეუმს, ულამაზეს ბაღს და ენოთეკას. კომპლექსი ღიაა ყოველდღე 10:00-18:00სთ; ბილეთის ფასი: 5ლ (სტუდენტებისთვის-4 ლარი; მოსწავლეებისთვის-3ლარი) – მუზეუმში მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები ღვინის ტურით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები