5 – 7 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ფიროსმანი და ქართული კულტურა“ გაიმართება.
კონფერენციის თავისუფალი სექციის პრეზენტაციები მოიცავს იმ კულტურულ გარემოს და მის მრავალმხრივ კვლევებს, სადაც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ჩამოყალიბდა ფიროსმანის ფენომენი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ფიროსმანისადმი მიძღვნილი, ისე თავისუფალი სექციის მოხსენებები.
კონფერენციის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ფარგლებში პარტნიორი დაწესებულებების: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებები გაიმართება.
