19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკულტურაფილმი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე

ფილმი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე

“ცასწავალა” – ასე ეწოდება 40 წუთიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გოდერძი ჩოხელი ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. ფილმის ჩვენება საპატრარქოს ანდრია პირველწოდებული ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა.

“ცასწავალა” ახლაგაზრდა რეჟისორს მარიამ ადამაშვილს ეკუთვნის და მასში მწერლისა და რეჟისორის ოჯახის სააარქივო ვიდეო და ფოტომასალაა გამოყენებული.

axali მარიამ ადამაშვილი: “ფილმზე დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ძალიან მიყვარდა და განსაკუთებული დამოკიდებულება მქონდა გოდერძი ჩოხელთან, ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია. ჩემი წინა ფილმის შემდეგ, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერზეა, მისმა მეუღლემ მითხრა, შენ ისე გიყვარს გოდერძი და იმდენად კარგად იცნობ, რომ კარგი იქნებოდა ფილმი გაგეკეთებინაო. ამის შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყე მასზე მასალების დამუშავება.”

ნამუშევარში გოდერძი ჩოხელს მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, თანასოფლელები, კოლეგები და ლექტორები იხსენებენ, მათ შორის არიან ლანა ღოღობერიძე და რეზო ჩხეიძე. მუსიკა სპეციალურად ამ ფილმისათვის კომპოზიტორმა ზურა მახნიაშვილმა დაწერა.

მაია წიკლაური (კრიტიკოსი, გოდერძი ჩოხელის მეგობარი): “ყველაზე მთავარი, რაც დამრჩა ამ ფილმისგან ესაა ძალიან დიდი სითბო, სიყვარული და პატივისცემა გოდერძი ჩოხელის მიმართ. მიმაჩნია, რომ დიდი შემოქმედების შესახებ მის თანამედროვეობაშივე უნდა შეიქმნას მსგავსი ნამუშევრები და დაფასდეს ისინი. ვფიქრობ, ეს იქნება ფილმი, რომელიც სათავეში მოექცევა იმ ყველაფერს რაც შეიქმნება გოდერძი ჩოხელის შესახებ, იქნება ეს ფილმები, ლიტერატურა თუ სხვა რამ.”

საღამოს მწერლისა და რეჟისორის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზიც დაესწრო.

სალომე ლილუაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები