12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოება"ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენება დაუშვებელია"

“ფილმ “ისლამის უცოდველობის” საჯაროდ ჩვენება დაუშვებელია”

საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა ფილმ “ისლამის უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას დაუშვებლად მიიჩნევენ.

ისლამის უცოდველობაროგორც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, აღნიშნული ფილმის ჩვენებამ შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქომ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობამ დღეს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

“შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაშიც. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა.

სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც. ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბებითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს, რაც მართალია სრულიად მიუღებელია, მაგრამ მსოფლიო დღესაც ამ რეალობის წინაშე დგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული.

განცხადებას ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენელმა ახუნდი ალი ალიევმა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები