მთავარიკულტურაფესტივალი "ქართული სული - 2013"

ფესტივალი “ქართული სული – 2013”

ფშავი 28 აპრილიდან 5 ივნისამდე ხელოვნების ფესტივალი “ქართული სული – 2013” გაიმართება.

როგორც “ამბიონს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ტრადიციული საგაზაფხულო ფესტივალი “ქართული სული – 2013” სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავს ეძღვნება.

ფესტივალი 28 აპრილს ფშავში გაიხსნება. კერძოდ, ჩარგალში ეთნო-კულტურული წარმოდგენა – “ლექსო ნუ დაიკარგები” გაიმართება. ღია ცისქვეშ ქართველ მეცნიერთა, პოეტთა, მომღერალთა და მსახიობთა ერთობლივ სანახაობას თამაზ ტყემალაძე წაიყვანს.

საღამოში ასევე მონაწილეობენ: “ქართული ხმები”, ტრიო “სიმი” , “დები გოგოჭურები” და “დები ნაყეურები”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები