მთავარი » პოპულარული

ფესტივალი “ქართული სული” 2012

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2012 | 2,143 ნახვა

ქართული ხელოვნების ფესტივალი -20 მაისი – 2 ივნისი 2012 წელი

ქართული სული უკვე მეშვიდე წელია ყოველ გაზაფხულზე იმართება ყოველწლიური ფესტივალი “ქართული სული”, ფესტივალის მიზანად კვლავაც რჩება ქართული კულტურის პოპულარიზაცია. წელს ფესტივალის პროგრამაშია:

20 მაისი –ნოდარ დუმბაძის სახ. თეატრი
პოეტ მარიამ წიკლაურის წიგნის პრეზენტაცია

მარიამ წიკლაურის – პოეზია, საბავშვო ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები დიდი ხანია, ქართველმა მკითხველმა გაიცნო და შეიყვარა. მისი ლექსები ნამდვილი ქართული სულითაა მდიდარი, რაც განაპირობა ხალხური პოეზიის ნედლმა, უჭკნობმა ფესვებმა, სამწერლობო ტრადიციების ერთგულებამ. არის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემიისა და ლიტერატურული პრემია “გალას” ლაურეატი.

დასაწყისი 18 საათზე
მის: დ.აღმაშენებლის 99

25 მაისს სტუმრად ელენე ახვლედიანის სალონში

ელენე ახვლედიანი – დაიბადა 1898 წელს, აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული, თუმცა იმ დღეს ბარდნიდა თელავში. ამბობენ, თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო, იყო კიდეც გამორჩეული ქართველი, ასევე გამორჩეულად ქმნიდა დათოვლილ ხედებს. რაც დრო გადის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს დიდებული ქალბატონის, ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილოები. მისი ორიგინალური მანერა, ფერთა ჰარმონია და ასე საცნაური ქართული სული.

დასაწყისი 17 საათზე
მის: ლ.ქიაჩელის 12

2 ივნისი _ კახეთი
“შენ ხარ ვენახი”
ვაზი და ქართველი ერი თითქოსდა ერთდროულად გაჩენილან ამ დალოცვილ მიწაზე. რაოდენ საამაყოა, რომ მსოფლიოს მეცნიერები სწორედ საქართველოს მიიჩნევენ მევენახეობა-მეღვინეობის აკვნად.

2 ივნისს “ქართული სული” კახეთის ერთ ძირძველ, ისტორიულ სოფელს ესტუმრება. ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში გაიმართება კონცერტი “შენ ხარ ვენახი”.კონცერტის შემდეგ გვიმასპინძლებს “ველისციხის ვერანდა” – სადაც კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახალი პროდუქტის “ქვევრის ღვინის” დეგუსტაცია მოეწყობა.

დასაწყისი 15 საათზე
გურჯაანის რაიონი
სოფ. ველისციხე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი