19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაფერისცვალება - სადღესასწაულო ქადაგება (19.08.2017)

ფერისცვალება – სადღესასწაულო ქადაგება (19.08.2017)

ფერისცვალება 19 აგვისტოს, მცხეთის სამთავროს მონასტერში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ფერისცვალება მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უფალმა იცვალა ფერი, რათა მოწაფეებისთვის ეჩვენებინა თუ რა ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერიცვალება იყო იმისთვის, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. ფერიცვალება შესაძლებელია ადამიანისთვის მხოლოდ ღვთის ძალით და მადლით. შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ხილი აკურთხა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები