საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც.
ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.
საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს “ასოცირების დღის წესრიგი”, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 საწლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე განხორციელდა.

ვულოცავ მთელ საქართველოს! წარმატებები და წინ სვლა ჩვენ! ბევრი შრომა, ბევრი სწავლა, ბევრი პატივისცემა და სიყვარული და წარმატებაც მოვა!