მთავარიქრისტიანობა"ეშმაკეულები ასე არ იქცევიან..."

“ეშმაკეულები ასე არ იქცევიან…”

“ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელიც გამუდმებით იფურთხებოდა, მის შესახებ მითხრეს, ეშმაკისგან არის შეპყრობილიო. – “ასე არ არის, – მივუგე მე, – ეშმაკეულები ასე არ იქცევიან”. და მართლაც, როგორც დანამდვილებით შევიტყვე, ამ საბრალოს ისეთი არაფერი დაეშავებინა, რომ შეპყრობილი გამხდარიყო. ის ობლობაში იზრდებოდა და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა. ამასთან მემარცხენე აზრები და ცოტა ავადმყოფური წარმოსახვა ჰქონდა. ეშმაკმა ეს ყოველივე კარგად შენიშნა და გმობის აზრების გზავნა დაიწყო, ხოლო, როდესაც ეს აზრები მიუვიდოდა, იმის სურვილით, რომ გმობისაგან გათავისუფლებულიყო, “აფურთხებდა” მათ. ვინც ამას შორიდან აკვირდებოდა, ყველა თვლიდა, რომ ის შეპყრობილი იყო.

აი ასე: მგრძნობიარე დოყლაპია გმობის ზრახვებს აფურთხებდა, სხვები კი ეუბნებიან, ეშმაკეული ხარო!”

მამა პაისი მთაწმინდელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები