მთავარიქრისტიანობაერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა: – მარხვა რა არის?

ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა: – მარხვა რა არის?

მამა გაბრიელი “ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:

– მარხვა რა არის?

ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.

მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:

– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს..”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები