საქართველოს ეროვნული არქივი აგრძელებს ვიდეოპროექტს “ერთი ფილმის ისტორია”, სადაც ავტორები თავად ყვებიან ქართული ფილმების შექმნის ისტორიებს.

ამჯერად, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს 1983 წელს მის მიერ გადაღებული მხატვრულ ფილმზე „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ მუშაობის პროცესს, მსახიობებთან ურთიერთობას, ფილმის პრემიერას და სხვა საინტერესო დეტალებს.
რეჟისორის მოგონებების პარალელურად, წარმოდგენილია ფრაგმენტები ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კინოსურათიდან.
„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ეროვნული არქივის ვიდეოპროექტის მესამე ნამუშევარია.
