მთავარი » საზოგადოება

“ერთსქესიანთა ვერანაირი კავშირი ქორწინებად ვერ განიხილება…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2015 | 1,914 ნახვა

აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. “ამბიონი” ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტ ელენე არღვლიანს ესაუბრა და აღნიშნულ საკითხზე მის მოსაზრებებს გაგაცნობთ.

“ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რაც მათდამი ლოიალური დამოკიდებულების საფარველის ქვეშ არის შეფუთული, ოჯახის სიმტკიცის რღვევასა და არაჯანსაღი ურთიერთობების რეკლამირებას ემსახურება. როდესაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას აკანონებს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც აშშ–ია, რეკლამირება უფრო მასშტაბურ ხასიათს ატარებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეტაპობრივად საინფორმაციო საშუალებების, ფილმების, სერიალებისა თუ ამა თუ იმ გადაცემების მეშვეობით ჩვენთანაც მიმდინარეობს ხალხის ფსიქიკაზე იერში, რათა მოხდეს მსგავსი ტიპის ურთიერთობების ნორმალურ, მისაღებ მოვლენად გასაღება, რაც, პირველ რიგში, ბავშვების და მოზარდების ცნობიერების შეცვლას ემსახურება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ ქორწინება ქალსა და ვაჟს შორის კანონიერ ურთიერთობას ნიშნავს და ერთსქესიანთა ვერანაირი კავშირი ქორწინებად ვერ განიხილება. სასურველი ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.”

მიიჩნევა თუ არა დისკრიმინაციად, სიძულვილად, შეუწყნარებლობად, თუ ადამიანი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ თავის მოსაზრებას გამოხატავს?

ამა თუ იმ მოვლენოს მიმართ პოზიციის დაფიქსირება ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად თუ შევარჩევთ აზრის გამოხატვის ისეთ ფორმას რომელიც არ იქნება შეურაცხმყოფელი, აგრესიის, სიძულვილის მატარებელი. უნდა გვახსოვდეს რომ ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული თავისუფალი ნება, შეიძლება მიუღებელი იყოს ადამიანის ქცევა, მაგრამ არ უნდა გვძულდეს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანები, რომლებიც ხშირად ვერ უძლებენ გარემოში არსებულ სიმძიმეს, წნეხს და გამოსავლის ძიების პროცესში, ბევრ მცდარ და ცოდვისმიერ ნაბიჯს დგამენ.

როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ საზოგადოების მომავალი, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაკანონებული?

ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. საზოგადოება, ხელისუფლება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ემხრობა, ოჯახის სიმტკიცის რღვევას ემსახურება. ოჯახი თავის მხრივ გულისხმობს იერარქიის დაცვას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, მოთმინებას, მსხვერპლშეწირვას და ა.შ. როდესაც მსგავსი ღირებულებების გაუფასურება ხდება ადამიანი კარგავს მთავარს – ადამიანობას. ყველაზე მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან ბავშვები, მოზარდები. ადრეულ ბავშობის ასაკიდანვე ხდება პიროვნული თვისებების, ქცევითი და ღირებულებითი ორიენტაციის ფორმირება, საკუთარ სქესის მიმღებლობა. მშობლების არაჯანსაღი შეხედულებებიდან, აღზრდის თავისებურებებიდან, ჰორმონალური ცვლილებებიდან გამომდინარე ხდება არასწორი სქესობრივი ორიენტაციის ფორმირება და მოზარდი იწყებს საკუთარი უცნაური ფსიქოსექსუალობის გაცნობიერებას, აღმოჩენას ეს იმდენად მტკივნეულად აღიქმება რომ ფსიქიკურ აშლილობამდე, თვითმკვლელობამდეც მიდიან. ის რაც ბუნებრივის საწინააღმდეგოდ ვითარდება, უარყოფითად აისახება ადამიანის სულიერ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი