24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარისხვადასხვაეროვნული მუზეუმიდან ხატების გადატანის შესახებ

ეროვნული მუზეუმიდან ხატების გადატანის შესახებ

საპატრიარქოშალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან აწყურის ღვთისმშობლისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე სამი თვით გადატანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრინციპული პრობლემა არ აქვს. თუმცა, პატრიარქის მდივნის, მამა მიქაილ ბოტკოველის თქმით, ხატების გადატანის საკითხზე ხელოვნებათმცოდნეები და მუზეუმის თანამშრომლები უნდა შეთანხმდნენ, შესაძლებელია თუ არა ხატების ტრანსპორტირება.

შეგახსენებთ, მუზეუმიდან ხატების ახალციხის რაბათის ციხეში გადატანა დროებით იგეგმება, რასაც მოქალაქეების ჯგუფისა და თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, ხატები დაზიანებულია და გადატანა არ შეიძლება. მუზეუმის კურატორის გია მარსაგიშვილის განცხადებით კი ის ხატების გადატანის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს, რადგან ხატების გადატანა მათ დააზიანებს.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები