მთავარი » კულტურა

ეროვნულ არქივში დაცული ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2012 | 1,324 ნახვა

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 5 დეკემბერს, 20:00 საათზე კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე კინოდარბაზში მოეწყობა უხმო კინოს პერიოდში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, კინოფესტივალი 2012 რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში.

“კულტურფილმის” ჟანრიდან შერჩეულ ფილმებს აერთიანებს კონცეფცია “სხეული/მანქანა”. ფესტივალზე ჩვენებისათვის შერჩეული ფილმებიდან ორი კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს “რასაც დასთეს, იმას მოიმკი” (1930 წ.) სიკო დოლიძის “მიწის ძახილი” (1928 წ.) ახალგაზრდა სოციალისტური რესპუბლიკისთვის ძალიან აქტუალურ თემას, კოლექტიურ მეურნეობებში სამუშაო პროცესის მექანიზაციას და შრომის ახლებურ განაწილებას ეხება. ორიც, ვახტანგ შველიძის “კოლმეურნის ჰიგიენა” (1934 წ.) და ალექსანდრე ჯალიაშვილის “დილის ათი წუთი” (1932 წ.) ასახავს სახელმწიფო პოლიტიკას სხეულის გაჯანსაღების საკითხებში. ფილმებს ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ რეზო კიკნაძე და ანსამბლი “Consilia”.

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოხელოვნების ცენტრ “პრომეთეს” ორგანიზებით 3-დან 9 დეკემბრამდე თბილისში იმართება.

კინოთეატრების ეკრანები ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს ფესტივალის ფარგლებში მონაწილე საავტორო, არაკომერციულ თუ ექსპერიმენტულ სულ 130 ფილმს.

კინოფესტივალის მიზანია წარმოადგინოს მსოფლიოს და ქათული კინემატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლების დაახლოებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი