მთავარი » პოპულარული

ე. ახვლედიანს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2012 | 1,274 ნახვა

ცნობილ ქართველ მწერალსა და სცენარისტს, ერლომ ახვლედიანს დღეს პატრიარქის კურთხევით დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ერლომ ახვლედიანი სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში 13:00 საათიდან გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია კი 15:00 საათზე დაიწყება.

ერლომ ახვლედიანი 20 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი არის არაერთი პრემიის მფლობელი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია “საბა” წიგნისთვის “კოღო ქალაქში”. მისი ნაწარმოებები რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ და არაბულ ენებზეა თარგმნილი. ის წლების განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობდა.

ერლომ ახვლედიანის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები – “სულელი ბროწეულის ხე”, “ერთაწმინდა”, “ნოე”, “ეი, მაესტრო!”, “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, “ქართლოსიანთა საკურთხეველი”, “ცხელი ზაფხულის სამი დღე”, “ძნელი დასაწყისი”, “გზა შინისაკენ” და სხვ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი