13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკულტურაექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 16 იანვარს დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის (ექვთიმე ღვთისკაცის) დაბადების 150-ე წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართება.

სხდომას აკადემია საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად აწყობს. მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მიმართავს.

კონფერენციაზე ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ აკადემიკოსი როინ მეტრეველი ისაუბრებს. მოხსენებებს ასევე წაიკითხავენ: აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი კონსტანტინე ფიცხელაური, ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ნანა ხაზარაძე.

უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის თაოსნობით წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად 2002 წელს შერაცხა.

“იუნესკოს” ეგიდით კი, წლევანდელი 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა, საიუბილეო თარიღი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.

ექვთიმე თაყაიშვილი მიჩნეულია ქართული კულტურის საგანძურის უანგარო მცველად და ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილად, რომელმაც სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს შესწირა თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები