მთავარისაზოგადოებაელექტრონულ პირადობის მოწმობაზე დამატებით ინფორმაციის დატანა მხოლოდ მოქალაქის თანხმობით მოხდება

ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე დამატებით ინფორმაციის დატანა მხოლოდ მოქალაქის თანხმობით მოხდება

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები კანონში – „საქართველოს ID ბარათი
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ – ძალაში შევიდა.

კანონის თანახმად, სტანდარტული მონაცემების გარდა, პირადობის მოწმობაში რაიმე სხვა მონაცემის შეტანა მისი მფლობელის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება.

ცვლილების ინიციატორი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. მან არაერთგზის განაცხადა, რომ მოქალაქის ნებართვის გარეშე ახალ პირადობის მოწმობაში არ შევა ისეთი მონაცემიც კი, როგორიცაა სტუდენტის სტატუსი.

კანონი პირადობის მოწმობაზე ნებიმიერი ახალი ინფორმაციის დატანისათვის მფლობელის ნებართვის აუცილებლობას აწესებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, გამცემი ორგანოს დასახელების, დოკუმენტის გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და ციფრული ხელმოწერის გარდა, არცერთი მონაცემი არ დაიტანოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე მისი მფლობელის თანხმობის გარეშე.

1 COMMENT

  1. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეოში ნათქვამია რომ ჩიპი ვერ იტევს სხვა ინფორმაციას გარდა იმისა რაც გარედანვეა მოცემული პირადობის მოწმობაზე(სახელი, გვარი, და ა.შ) და ახლა ტევადობა გაუზარდეს ჩიპს და ჩატევენ? აი ვიდეო : http://www.youtube.com/watch?v=QlOIQtCltzg

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები