
ელ ნაზარის ტაძარი – მდებარეობა: თურქეთის რესპუბლიკა, კაპადოკია, ქალაქი გორემე. ტაძარი ცალკე მგდომ კლდეშია გამოკვეთილი. გორემეს „ღია ცისქვეშ არსებულ მუზეუმთან“ მისასვლელი მთავარი გზიდან 800 მეტრში დგას. ტაძარი ამჟამად რესტავრირებულია და მუზეუმის სახით ფუნქციონირებს. ეკლესიას ამშვენებს ულამაზესი ფრესკული მხატვრობა, ბერძნული წარწერებით. ტაძარი აგებულია მე-10 საუკუნის ბოლოს. „ელ ნაზარი“- ავი თვალისაგან დაცვას ნიშნავს. ოფიციალურად არაა ცნობილი ამ ტაძრის ნამდვილი სახელი, თუმცა ადგილობრვი მოსახლეობა ოდითგანვე „ელ ნაზარის’’ სახელით იხსენიებს.
ტექსტი: ნესტან ბლუაშვილი
ფოტოგრაფი : ილმაზ შაჰინგოზი

Zalian lamazi fotoebia da saintereso saxeli aqvs am eklesias. Didi madloba