მთავარი » ქრისტიანობა

რა სასჯელი ელის ეკლესიის გამქურდველს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2013 | 3,171 ნახვა

„არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა – სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა – ღვთისთვის მიძღვნილი, შესაწირი ყუთი შეწირული ნივთებისა და საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა…“

ილია მეორე (საშობაო ეპისტოლე , 1990)

რატომ მიიჩნევა ეკლესიის გაქურდვა ცოდვად და რა უბიძგებს ადამიანს ამ ცოდვის ჩადენისკენ? ამის შესახებ გვესაუბრება სამართლის დოქტორი, წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი დავით ჩიკვაიძე:

„უფლის ერთ-ერთი მცნებაა „არა იპარო“, რაც კრძალავს სხვისი ნივთის მითვისებას. ცხადია, რომ ეს უფრო მეტად მძიმეა, როდესაც ეკლესიიდან ხდება რაიმეს მოპარვა.“

ეკლესიიდან რისი მოპარვა ითვლება ქურდობად?

ნებისმიერი ნივთის, რაც ეკლესიის საკუთრებაა და ვითვისებთ მას, არის ქურდობა. თუმცა, უნდა განვასხვავოთ ეკლესიიდან საერო ხასიათის ნივთის (მაგალითად, სკამის) ქურდობა საეკლესიო ნივთის ქურდობისგან (მაგალითად, ხატის), რადგან ეს უკანასკნელი დამამძიმებელი გარემოებაა, ითვლება მკრეხელობად და უფრო მკაცრად ისჯება.

რა სასჯელი ელის ეკლესიის გაქურდვაში მონაწილე პირს?

მოციქულთა 72-ე კანონის თანახმად, ეკლესიის გამქურდავი ისჯება უზიარებლობით (ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი ეპისკოპოსი) და ხუთმაგად უნდა ზღოს, რაც წაიღო იმის ფასი.

თუ პიროვნება ეკლესიიდან „წაღებულ“ ნივთს უკან დააბრუნებს, მასზე რაიმე სახის სასჯელი მაინც გავრცელდება?

ცხადია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკლესიის გამქურდავი ვალდებულია არათუ დააბრუნოს წაღებული, არამედ ხუთმაგად ზღოს. თუმცა გასათვალისწინებელია ბასილი დიდის 61-ე კანონი, რომელიც ადგენს, რომ თუკი ქურდი თვითონვე აღიარებს შეცოდებას, ერთწლიანი უზიარებლობით ისჯება, ხოლო თუკი სხვის მიერ ემხილება, მაშინ – 2 წლით. ამდენად, სინანულს კანონიკური მნიშვნელობაც ენიჭება.

შეიძლება თუ არა ეკლესიის მსახურის (თანამშრომლის–სასულიერო პირის, მესანთლის, დამლაგებლის … ) მიერ საეკლესიო ქონების თავისი სარგებლობის მიზნით გამოყენება (საერო დანიშნულებით…)?

მოციქულთა 38-ე და ანტიოქიის კრების 25-ე კანონების თანახმად, საეკლესიო ქონების არასაეკლესიო დანიშნულებით გამოყენება აკრძალულია. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ქონება (ცხადია, საერო ხასიათის ნივთი და არა საეკლესიო სიწმიდე) იყიდება გაჭირვების გამო. ამ შემთხვევაში, თანახმად ანტიოქიის კრების 28-ე და კართაგენის კრების 39-ე კანონებისა, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ეპისკოპოსი.

თქვენი აზრით, რისგან მომდინარეობს ეკლესიების გაქურდვის შემთხვევები?

საბედნიეროდ, არცთუ ხშირად არის ამგვარი ინფორმაცია. საერთოდ, ადამიანს, საეკლესიო სწავლებით, ცოდვისკენ ბოროტი ძალა უბიძგებს. რაც შეეხება ეკლესიის გაქურდვას, აქ ბოროტი ძალის უპირველესი მოქმედების შემდეგ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მრავალ ადამიანს, საზოგადოების ნაწილში გამეფებული აზრის გათვალისწინებით, ჰგონია, რომ ეკლესია ფლობს განუზომლად დიდ ქონებას, რაც, ცხადია, არცთუ იშვიათად განაპირობებს ამგვარი შეცოდების ჩადენას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი