ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულის ტოლფასი უნდა იყოს. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემართება ქრისტიანის ყველა კეთილი წამოწყება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, რაც ხშირად, ჩვენი თუ სხვისი მიზეზით, ვერ ხერხდება. იმის ნაცვლად, რომ ვიმდაბლებდეთ საკუთარ თავს, ვაწყდებით გაუთავებელ საუბრებს. ვერ ვაცნობირებთ, რომ ჩვენ უბრალოდ ეკლესიაში კი არ მივდივართ, არამედ – ქრისტესთან, რომელიც მადლს გვანიჭებს. აი, რას გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთა შესახებ:
რა უკეთურებას ვხედავ ახალგაზრდებში? რა მცონარებას ხანდაზმულებში? არავინ ზრუნავს, როგორც ჯერ-არს საკუთარ შვილზე, არავინ იჩენს საღვთო მოშურნებას, მიბაძონ ბერს. ვისთვისაც შეიძლება მიებაძათ, თითქმის აღარ არიან, ამიტომაც აღარ შეიძლება გიკვირდეს ახალგაზრდებისა. მაგალითად: ეკლესიაში ლოცვა მიმდინარეობს, ყველანი ცივად სხედან – ახალგაზრდებიცა და ხანდაზმულნიც, უფრო ნასხლეტნი, ვიდრე ახალგაზრდები, იცინიან, ხარხარებენ, ლაპარკობენ, – რამეთუ ესეც მხსნელია, ერთიმეორეს დასცინიან, როცა მუხლებზე დგანან; შენ, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როცა აქ დგახარ და ხედავ, შეაჩერე, მკაცრად გაკიცხე, დიაკონს უხმე, დაემუქრე, გააკეთე შენი საქმე; და თუკი გაკადნიერდება, რაიმე მოიმოქმედოს შენს წინააღმდეგ, მაშინ, რა თქმა უნდა, მრავალი შეგეშველება. რამეთუ ვინ უგუნური იქნება, რომ ხედავს რა, როგორ კიცხავ ამისთვის, არ დაგიჭირონ მხარი? თუ ასე მოიქცევი, მაშინ ლოცვისთვის დაჯილდოებული წახვალ სახლში.
ბატონის სახლში იმ მოსამსახურეებს ვთვლით უგულმოდგინესად, რომელნიც არც ერთ ნივთს არ ტოვებენ უწესრიგოდ. მითხარ მე: ვერცხლის ჭურჭელი რომ გენახა გადაგდებული, განა შინ არ შეიტანდი, რომც არ გევალებოდეს? უწესრიგოდ დაყრილი ტანსაცმელი რომ ნახო და არ გევალებოდეს მასზე ზრუნვა, თუნდაც მტერი იყო მისი, ვისაც მოვლა აქვს დავალებული, განა ბატონისადმი კეთილგანწყობის გამო არ მოაწესრიგებდი? ასეა ამჟამადაც. ესენი – ჭურჭელი არიან; თუკი უწესრიგოდ მდგომარეთ ხედავ, მოაწესრიგე; ჩემთან მოდი და უარს არ გეტყვი; მე მითხარ, გამომიცხადე; ყველაფრისთვის თვალის მიდევნება არ ძალმიძს, მაპატიეთ. ხედავთ თქვენ, როგორი ურჯულოება გაბატონებულა ქვეყანაზე.
უმიზეზოდ როდი მითქვამს, რომ ჩვენ თივის ზვინი ვართ, უწესრიგო ზღვა. იმას არ ვამბობ, რასაც ისინი აკეთებენ, არამედ იმაზე ვსაუბრობ, რომ აქ მომავალნი ძილს ეძლევიან და ამასაც კი არ გამოასწორებენ. კვლავაც ვხედავ, რომ ერთნი ფეხზე მდგომნი ლაპარაკობენ, როცა ლოცვა აღესრულება, ხოლო სხვები, კიდევ უფრო მოურიდებელნი, არათუ ლოცვის ჟამს, არამედ მაშინაც საუბრობენ, როცა მღვდელი აკურთხევს. ჰოი, კადნიერებავ! ხსნა როდისღა იქნება? ღმერთს როდის ვჰყოფთ მოწყალეს? თამაშობების ადგილზე თუკი მიხვალ, დაინახავ, რომ ყველას კეთილწესიერად შეუდგენია გუნდი და არაფერია არეულ-დარეული. როგორც ქნარში, სხვადასხვა – გვარისაგან (სიმღერა) რომაა შედგენილი და იმავ დროს შეწყობილისაგან, თითოეული შემადგენელი ნაწილისაგან ერთი კეთილხმოვანი ტონი წარმოიქმნება, ზუსტად ასევე, აქაც ყველასაგან ერთი მწყობრი თანხმობა უნდა მიმდინარეობდეს. რამეთუ ჩვენ ერთ ეკლესიას შევადგენთ, ერთი თავის (ქრისტეს – მთ.) მწყობრად შედგენილი წევრები, ყველა ჩვენ – ერთი სხეული ვართ; თუკი ერთ რომელიმე წევრს დავტოვებთ უყურადღებოდ, მაშინ მთელი სხეული, იხრწნება. ასე, ერთის ურიგობით ირღვევა ყველას კეთილწესიერება.
მართლაც საზარელია! შენ ხომ აქ ცეკვა-თამაშისთვის, თავშექცევისათვის არ მოდიხარ, უწესოდ რომ იქცევი? განა არ იცი, რომ ანგელოსებთან ერთად დგახარ? მათთან ერთად გალობ, მათთან ერთად აღავლენ ქებას – და აქ მყოფი იცინი? გასაკვირია, როგორ არ ეცემა მეხი არამარტო მათ, არამედ ჩვენც! რამეთუ ამგვარი ქცევა ღირსია მეხის დაცემისა. დგას მეფე (ქრისტე- მთ.), იმზირება მხედრობა (ზეციური მხედრობა, ანგელოსები-მთ.), შენ კი მათ თვალწინ იცინი, ან აჩუმებ მოცინარს? მაგრამ როდემდე უნდა ვამხილებდეთ? როდემდე უნდა ვკიცხავდეთ? განა არა ჯერ-არს ასეთები, როგორც ჭირი, როგორც გამხრწნელნი, როგორც ბოროტმოქმედნი, გარყვნილნი და უამრავი ბოროტებით აღსავსენი, ეკლესიიდან გავაძევოთ? ეგოდენ საზარელ ჟამს როდისღა შეიკავებენ თავს სიცილისაგან მცონარნი? როდის დადუმდებიან ამაოდმეტყველნი კურთხევის ჟამს? ნუთუ არ რცხვენიათ აქ მყოფებისა? ნუთუ ღმერთის არ ეშინიათ? ჩვენთვის საკმარისი არაა სულიერი უყურადღებობა, არ არის საკმარისი, რომ ლოცვისას აზრით აქეთ-იქით დავეხეტებით, ვიცინით და ვხარხარებთ! განა აქ სანახაობაა?
თუმცა, ვფიქრობ, ამას სწორედაც რომ სანახაობები იქმან: მრავალი ურჩი და უწესრიგო მათი გამოზრდილია. რასაც ჩვენ აქ აღვაშენებთ, იქ ინგრევა; და არა მარტო ამით, არამედ მრავალი სხვა არაწმინდებითაც ივსებიან ისინი იქ. და ხდება იგივე, ვინმეს მინდვრის გაწმენდა რომ მოესურვებინა, ხოლო წყაროს კი ზევიდან ისევ ტალახი გადმოეღვარა; განწმენდ, ისევ თავისას სჩადის წყარო. იგივე ხდება აქაც. ჩვენც ვწმენდთ სანახაობებიდან მოსულთ და არაწმინდების მომტანთ, ისინი კი ისევ იქით მიეშურებიან რა, კიდევ უფრო მეტი არაწმინდებით ივსებიან, თითქოსდა განზრახ იმისათვის ცხოვრობენ, რათა შრომა შეგვამთხვიონ და ბრუნდებიან კვლავაც დიდად შესვარულნი ზნეობაში, მიმოხვრაში, სიტყვებში, სიცილში, უდებებაში. შემდეგ ჩვენ კვალად ვწმენდთ, თითქოსდა განზრახ იმისათვის ვასუფთავებთ, რათა გავუშვებთ რა სუფთებს, კვლავაც ტალახში ამოსვრილები ვნახოთ. ამიტომ მიგანებებთ თქვენ ღმერთს. და თქვენ კი, ჯანსაღთ, ამიერიდან აღგითქვამთ, რომ სამსჯავრო და განკითხვა არ აგცდებათ, ვინც თვალს მოჰკრავთ წესრიგის დამრღვევსა და მოლაპარაკეს, განსაკუთრებით ასეთ დროს და არ გააჩერებთ მას, არ გამოასწორებთ. ეს ლოცვაზე უმეტესია. დატოვე შენი ლოცვა და შეაგონე; მაშინ მასაც სარგებლობას მოუტან და შენც შენაძენი გექნება. ამრიგად, ჩვენ ყველა შევძლებთ ხსნას და ცათა სასუფევლის დამკვიდრებას, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა ჰშვენის მამასა და სულიწმიდითურთ დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’
მოამზადა თეონა ნოზაძემ

ძალიან საინტერესო იყო.
საინტერესოა,რამეთუ ხშირად გვჭირდებე მრევლს ამის შეხსენება.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისთვის
ეს პრობლემა აქტუალურია მეტადრე ქართველებში რადგან ძალიან გვიყვარს ეკელსიაში ერთმანეთის მოკითხვა, რასაც მოყვება ამაოდმეტყველება ტაძარში…
უფალმა შეგვინდოს ყველას უგუნური საქციელი
დიდება უფალს!
ძალიან კარგი სტატიაა, ყველამ უნდა წაიკითხოს და გულში ჩაიხედოს. ეს პრობლემა მართლაც აქტუალურია. ეკლესიაში ვიყავი და მოძღვარი განმარტავდა სახარებას და ისეთი ხმაური იყო ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.
ეს ხდება ალბათ იმიტომ რომ ვერ ვაცნობიერებთ სად ვდგავართ,როგორც ჩანს ჯერ კარგად არ ვიცით ღვთის სიყვარული…მაგრამ საქმე მარტო მაგაში როდია
მადლობა უფალს რომ თავისი მადლმოსილებით და უსაზღვრო მოწყალებით იტანს ჩვენ უგუნურებას,გულში სიყვარულით გვიხუტებს და გვპატიებს!
ძალიან აქტუალური სტატიაა! მუდმივადაა შესახსენებელი მრევლზე, ადამიანებზე ტაძარში ქცევის კულტურა! ჩვენ შევდივართ უფლის სახლში და უფლის შიშითა და დიდი მოწიწებით უნდა ვიდრეკდეთ მუხლს და ვლოცულობდეთ! მადლობა უფალს მისი დიდი სიყვარულისათვის და მოთმინებისათვის ჩვენდამი…
მოხითხითეებს, მოსაუბრეებს ‘’ბედნიერებს’’ და სხვ…
კომენტარი სტატიაზე
მოხითხითეებს, მოსაუბრეებს, ‘’ბედნიერებს’’ და ‘’პოლიტბიუროს უცვლელ მსხდომარე წევრებს’’თუ გაბედე და შენიშვნა ‘’შეკადრე’’ დაახლოებით ასეთი შინაარსის მზერას მიიღებ პასუხად: უყურე, ამას ვინ მისცა უფლება შენიშვნას გვიკეთებს? არც დიდი იცის არც პატარა! ჩვენ ხომ ამ ეკლესიის მოწინავე და ძველი გვარდია ვართ. იმისათვის რომ შენიშვნა გააკეთო მოძღვრის კურთხევაა საჭირო წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განკითხვად გეთვლება. პირადად ამ საკითხზე მოძღვრისთვის ბევრჯერ მიმიმართავს რადგან ვერ ვუსმენ ლოცვას როცა მავანი ლიტურგიაზე მხოლოდ ‘’ჩათვლის დასაწერად’’ მოდის არც თვითონ უსმენს და არც სხვას ასმენინებს არამედ განარებული ენას არ აჩერებს. ნელა-ნელა ასეთი ‘’კომუნიკაბელური ლიდერის’’ გარშემო იკრიბებიან ცნობისმოყვარე ყურებდაცქვეტილი მანდილოსნები რომელნიც გულისამრევი ვითომც ქრისტიანული, სინამდვილეში ყალბი ‘’კდემამოსილებით’’ და ლიქნით ებმებიან დისკუსიაში რათა ისინიც ეკლესიის ‘’აქტიური წევრების’’ მარაქაში გაერივნენ თითქოს ეკლესია სოფლის ბირჟა ყოფილიყოს სადაც მოცლილები იკრიბებიან და სადაც უნდა შემოიტანონ, დაცალონ და სხვებს გადასდონ ქუჩიდან თუ ოჯახებიდან წამოღებული ემოციები.
სხვები, რომლებიც კინოფილმის ერთერთი გმირის, ბუღალტერიის თანამშრომლის, ‘’ვერაჩკასავით’’ სიებით დარბიან და სამეურნეო საქმეებს აგვარებენ(თითქოს ეს იყოს მრევლის პირდაპირი მოვალეობა), და ეგ შენი ლიტურგია ფეხებზე კიდიათ, თუმცა ასეთი ‘’საზოგადოებრივად სასარგებლო’’ საქმისთვის მრევლში პრივილეგირებულების მდგომარეობით სარგებლობენ, მოძღვრის კურთხევას ამოფარებულები საკუთარი არარეალიზებული ენერგიის გახარჯვაში და იქიდან საცოდავი ‘’მორალური დივიდენდების’’ მიღებაში ატარებენ ლიტურგიის დროს. რა თქმა უნდა ესეც მრევლის წესიერი ნაწილის მოთმინების ხარჯზე.
ვითომცდა დავრდომილები ისე გამეტებით დაგეჯახებიან ჯანმრთელ ადამიანს გადააყირავებენ, არც ბოდიშს მოუხდიან, არც მადლობას გადაუხდიან თუ ადგილი შეთავაზე, რადგან ეკლესია საკუთარება გონიათ და ყველაფერს ისე ღებულობენ როგორც საკუთარ სახლში კუთვნილი პატივი და ღირსება და არა როგორც წყალობა. თუ შეწუხებული ცოტა ხნით ჩამოჯექი სულის მოსათქმელად უმალვე მუჯლუგუნებით აგავსებენ, გაგაგდებენ რადგან ეს ადგილი ‘’დაჯავშნული’’ აქვთ და თან კურთხევაც იურიდიული კანონივით იცავთ. თუ ჯდომით მაინც შეწუხდნენ ადგომა უნდათ მაგრამ, ‘’გამჭრიახი გონება’’ ვერ ისვენებს: ვაი თუ იმ ადგილას სხვა დაჯდეს და სკამი დაკარგოს რა ეშველება? აბა რისთვის არსებობს ‘’დამჯდარების’’ დაუწერელი ყარაულის კანონი: ორი შამხანაგებული დაქალი მონაცვლეობით ჯდება და დგება რათა ‘’გარეშე მტერმა’’ მათი ‘’კოაბიტაცია’’ არ დაარღვიოს. მაშინ როცა ისინი ერთმანეთის გარანტები არიან: ეკლესიური სოლიდარობა!!!
ვის შევჩივლოთ, როდესაც სტიქაროსნებიც დიდი სიამოვნებით არღვევენ სიჩუმის კანონს. დიდი სიამოვნებით გამოგართმევენ ბარძიმში მოსახსენიებელს (რაც მათი პრეროგატივა არ არის თუმცა მავანის გამოუცდელობით უსინდისიდ ისარგებლებენ?!) შეწირულობასთან ერთად რომელსაც მოხსენიება თურმე არ უწერია. რაშიც მხოლოდ ლიტურგიის იმ მომენტში რწმუნდები მოტყუებული და იმედგაცრუებული: სად წავიდა ოჯახის ავადმყოფი წევრის სახელი რომლის სულს და ჯანმრთელობას ღმერთს ევედრები ლიტურგიის გზით? სამაგიეროდ სტიქაროსნების მეგობრები და ძმაკაცები ‘’გაბლატავებულები’’ იმით რომ ეკლესიაში ‘’მფარველი სტიქაროსანი’’ ყავთ ყველაფერს ‘’გაიოლებულ რეჟიმში’’ ასრულებენ, ზედმეტი გარჯისა და წვალების გარეშე. როგორ შეიძლება ქართველმა ყველგან განცხრომა არ ეძებოს. საჩივარზე ასეთი პასუხიც მიმიღია: რას იზამ საქართველოში ყველაფერი ნაცნობობითაა?! ღმერთთან მისვლაც ჩაწყობითაა?
დიდი ილია ‘’ბედნიერ ერს’’ გვიწოდებს.
ხვდება კი ეს ხალხი რომ მართლაც ‘’ბედნიერია’’
ნინო სამართლიანი მხილება იქნებოდა ბოლო ფრაზა რომ არ გეთქვა!
მოგიტევოს უფალმა! ალბათ მიხვდები და აღსარებაშიც მთელი გულით შეინანებ!
ღმერთთან ვერავინ მივა გაუწმენდავი!მისი წმინდა სახელის ხსენების ღირსნიც არ ვართ და ახლოს ვინ მივა? ახლოს მისვლა რომ შეეძლოთ, განა ადამიანი ასეთ დღეში იქნებოდა, ასეთ ცოდვებში? ან ვიღაცა კაცების მოიმედენი იქნებოდნენ,თუ ვინმე სასულიერო პირი ან სტიქაროსანი ცოდავს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ წამს, არამედ ახლოს მისვლა არ შეუძლია და იყურება ადამიანებისაკენ! აი აქ ირღვევა ყველაფერი!ცოდვას სხვათა ენაზე სხვა მნიშვნელობით “მიზნის არ მიღწევას” ნიშნავს, ანუ ისარს ვინ შუაში არტყამს, მიზანს მიაღწია და ვინც ააცდენს, მიზანს ვერ ან არ მიაღწია,ანუ ცოდვა ჩაიდინა.სახარებაში წმ.პეტრე როდესაც უფალს სთხოვს “ბრძანე უფალო მოსვლად შენდა” და გაიარა პეტრემ წყალზე სანამ უფალს უყურებდა,მაგრამ როდესაც ქარმა დაუბერა და გაიხედა დაიწყო ჩაძირვა. (ანუ მიზანს ვერ მიაღწია იმიტომ რომ გაიხედა!)
ასე რომ იოლად ნუ ახსენებთ ღმერთთან მისვლას!შეიძლება ამ ადგილას წმინდა პეტრემ ცოტა ხანს გაიხედა უფლისგან და ჩაძირვა დაიწყო, მაგრამ ის მთელი თავისი ცხოვრება მას უყურებდა და მივიდა მასთან! ასე ძნელი არის ღმერთთან მისვლა!მაგრამ თუ მას უყურებ შეუძლებელი არაფერია!!!უფალი მეფობს!!!
თუ შეიძლება ეს მითხარით, სად მოიძიეთ ეს? რომელ წიგნშია?
გიორგი სად რა მოვიძიე? რას გაიგებ! ყველგან!უბრალოდ ეძიე უფალი და თვითონ გაგიხსნის ნელ-ნელა მის სიტყვას, მის საოცარ სამყაროს!…წმინდა წერილის ცოდნაა უმთავრესი და მერე გონება თავისთავად გახსნილია…თანაც უფალი გულშია …ის ყველგან არის!
თანაც მარტო წაკითხული რას გარგებს თუ არ დააკვირდი ყოველივეს!
გიორგი შენ თუ პირადად ჩემი ძიება გაინტერესებს…ყველაზე მეტად მე უფალს მოსეში, დავით მეფსალმუნეში და პავლე მოციქულში ვეძებდი!და რომ არა პავლე მოციქული ბიბლია აუხსნელი იქნებოდა…მოსე!დავითი! და პავლე! ჭეშმარიტი პირი ღვთისა!
სასწაულები თარგმანშიც ხდება…მიდით ნახეთ translete.com..ან სხვაგან რას ნიშნავს medicamentis? იტალიურად და შეიძლება სხვა ენაზეც წამალს ნიშნავს…ეს არ არის ნამდვილი თარგმანი…ლათინურიდან ეს სიტყვა ნარკოტიკს ნიშნავს!
ძველ ბერძნულ ანდაზა ლათინურად “medice, medica mente, non medicamentis” ანუ “ექიმო, გონებით განკურნე და არა წამლებით” ინტერნეტ თარგმანში კი წამლების ნაცვლად იწერება ნარკოტიკი!
(თუმცა ყველაფერი ნარკოტიკია, რომელსაც ადამიანი მონობამდე მიყავს)
საქართველოს ვუსურვებ საქართველოზე ეფიქროს! გაბედნიერებულიყოს! სიყვარული და ერთიანობა ეს არის გზა რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს!
უფალი მეფობს!