მთავარი » ქრისტიანობა

ეკლესიაში ქცევისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2015 | 4,375 ნახვა

“სამწუხაროდ, ეკლესიაში მორიდებით ქცევას მიჩვეულნი არა ვართ და რაც უფრო უარესია, არა თუ ერისკაცნი, არამედ თვით სამღვდელოთა, ეკლესიის მსახურთაც არ იციან ეკლესიაში ჯეროვნად მოქცევა. მრევლი ისინი რომ ტაძარში ყოველთვის კრძალვით იდგნენ, ერისკაცებიც აუცილებლად ისწავლიდნენ მათგან კრძალვით დგომას წირვა-ლოცვაზე. საუბედუროდ, ისინი ამ ცუდ ჩვეულებას (ტაძარში შეუფერებელ ქცევას) თვით თავიანთ მოძღვართა შორის ხედავენ; ბზობის კვირა დღეს ტაძარში შესულმა მაცხოვარმა მისთვის უჩვეულო სიმკაცრე გამოიჩინა. როცა ტაძარში უწესობა და შფოთი იხილა, სიტყვიერი დარიგებისა და მშვიდი შეგონების ნაცვლად, მეფური უფლება მოიხმარა და ტაძრიდან გააძევა ყველა, ვინც უწესოდ იქცეოდა: მოვაჭრენი და შფოთის ამტეხნი; ფულის გადამხურდავებლებს მაგიდები დაუმხო და გაკიცხა: სახლსა ჩემსა სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა. მაცხოვარი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ეჩვენებინა, რა დიდი ცოდვაა ეკლესიაში უწესოდ ქცევა და შფოთი და იქ შესულებს როგორი შიში და კრძალვა გვმართებს. დაფიქრება იმაზე, როგორ ვიქცევით ტაძარში, ჩვენც გვჭირდება.

განათლებული და წესიერი საზოგადოება ტაძარში ისე დგას და ლოცულობს, რომ იქ შესული იფიქრებს, ტაძარი ცარიელიაო. ჩვენთან კი, განსაკუთრებით სოფლებში, ისეთი ხმაური და მოსვლა-მოსვლაა, რომ იფიქრებ, აქ ხალხი არა ლოცვისათვის, არამედ სალაპრარკოდ და ახალი ამბების შესატყობად არის მოსულიო. ტაძარი სხვა არაფერია, თუ არა სახლი სალოცველი. ამიტომ, როცა ტაძარში წამოსასვლელად ემზადები, გულში ლოცვის სურვილის გარდა, არაფერი არ უნდა გქონდეს, განათლებულ ქვეყნებში ღმრთისმოყვარენი ეკლესიაში ყველაზე სადა სამოსელს იცვამენ, კუთხეში დადგებიან და წირვას ისე მოისმენენ, რომ ერთ სიტყვასაც არ ეტყვიან არავის. ჩვენთან კი, ეკლესიში წამომსვლელნი საგულდაგულოდ იცვამენ და ერთ კაცსაც კი არ დატოვებენ ისე, რომ არ დაელაპარაკონ. როგორ უნდა იმუშაოს ამ დროს ჩვენს გულში წირვისა და ლოცვის მადლმა? რა განწყობილებაც გაქვს იმ დღეს, ტაძარშიც იმ განწყობილებით მოდი, თუ მხიარული გუნება-განწყობილება გაქვს, მხიარულად შედი ტაძარში და ღმერთს მადლობა შესწირე მონიჭებული სიხარულისათვის; თუ დამწუხრებული ხარ, იმ დღეს მწუხარე და შემუსვრილი გულით ილოცე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ტაძარში უგრძნობელი და გონებადაფანტული არ უნდა იდგე,” – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • aqtiurad vkitxulob tqvens web-gwerdze gamoqveynebl statiebs,dsalian bervi saintereso da sachiro informatia icereba ristvisac madlobas mogixidt, saertod ar miyvars rame uaryopiti komentaris gaketeba tu,ca am shemtxvevashi gulis tkivilit unda avgnishno, rom zemot agnishnul satatiashi,ratomgac ise aris moxseniebuli sopeli, titqos cesieri da ganatlebuli, kuturuli sazogadoeba sopleshi saertod ar arsebobs, aq sopels ragac mdsaprad aqvs xazi gasmuli rasac ver davetanxmebi, pirad me rodesac samshobloshi vimyopebi vescrebi kaxetshi telavis raioni sopel cinandlis cminda giorgis saxelobis tadsarrshi cirva-locvebs mama miqaelis ciamdsgvrobit, saocari simshvide sichume da mokrdaleba supevs tadsarshi liturgis msvelobisas, samcuxaroa da gulsatkeni, rodesac dges dgeobit sopeli ukulturobasa da gaunatleblobastana asocirebuli.
    morchilebit Mariami
    :(

    • gaga says:

      გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია და იმ პერიოდში ეტყობა მართლაც ესე იყო და თავადაც გულისტკივილით აღნიშნავს, მეც მომხვდა რაღაცნაირად გულთან სოფელი, მაგრამ მივხვდი უბრალოდ მეტი პრობლემა იყო იმჟამად სოფლად , ეკლესიაში დგომის კუთხით…

  • nona says:

    qalaqshi davdivar tazarshi magram analogiuri situaciaa,gaachnia adamianebs,torem soflebma da kutxeebma sheinarchuma chveni siwmindeebi,ise gamovtqvam chems gulistkivils imastan dakavshirebit rom,ieso kristem xalxi gaagdoo tazridan,statiashi rogorc agnishnet, swored vajrobistvis da dges tazrebshi santlit vajroba midis, qalaqshi da ara soflad,bodishs vixdi am sityvebistvis magram es samwuxaro realobaa.

  • ll says:

    Eklesiashi xmauri da qaosii bevrjeraa,an rode sac jvarze mtxvevis droa,an zetis cxebis dro an ziarebis,xalxi use garb is chagqolaven,gegoneba mamao sad me garbodes,gvechqareba,sxvasac echqareba,sxvasac shia,sxvac igleba dgomit,adamianebi vary da codvili buneba gvaq,tumcaa chem eklesiashi Dalian mowesrigebuli mrevlia

  • Afe says:

    ერთადერთი გზა ზეცაში.

    თუ ჩვენ გვინდა ერთი ადგილი, რომ არ ვიცი გზა,
    ჩვენ გვჭირდება პიროვნება, რომ ის იმ ადგილას ან იმ ადგილას მიდის
    შეარჩიო, ამიტომ ჩვენ არ დავკარგეთ.
    ეს აზროვნება ძალიან გონივრულია და მას შეუძლია ჩვენი ლოგიკით მიღება.

    თუ გვინდა წასვლა ზეცაში, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომ მან იცის გზა წასვლა
    ზეცა ან ადამიანი ზეცაში წავა დედამიწაზე და მას შეუძლია დაბრუნდეს
    კიდევ ერთხელ, ზეცაში. ადამიანი იესოა, ის დაბრუნდება ზეცაში
    მოწაფეები მოწმეების მიერ (საქმეები 1: 9-11), ამიტომ იესოს არა აქვს
    საფლავი დედამიწაზე. იესოს შეუძლია მოგცეთ ზეცაში, მაგრამ სხვა ადამიანი
    რომ მისი საფლავი დედამიწაზე, მაშინ არ იცის მისი სული წასვლა
    ზეცაში ან წასვლა ჯოჯოხეთში. ეს ადამიანი არ არის დარწმუნებული,

    როგორ დაიცვას იესომ თავისი სიტყვის შესრულება და ამის გაკეთება.
    როგორ იცოდეს მისი სიტყვა ყოველდღიურად ბიბლიის კითხვით.
    გთხოვთ, შეატყობინოთ ყველას, ვისაც სწამს იესო, როგორც ღვთის შვილი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი