მთავარი » ჯანმრთელობა

ეგზემა – მკურნალობა ხალხური მეთოდებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2017 | 38,591 ნახვა

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. ეგზემა სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს – მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.

ნინო თომაშვილი (ფარმაცევტი): “კანის დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ეგზემა. მიიჩნევა, რომ ის არის კანის ზედაპირული ანთებითი პროცესი. ხშრად ფსორიაზშიც ერევათ, რადგან ვიზუალურად ახლოსაა მასთან. იწყება სიწითლით, ბუშტებით, ქერქის და ქერცლის წარმოქმნით. მას თან ახლავს ქავილი, წვა, ცოტა ტკივილიც.

დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ნერვული და ენდოკრნული სისტემის მოშლა და ის ქრონიკული ინფექციები, რომლებიც არსებობენ ორგანიზმში. ამიტომ, საჭიროა დროულად მივაქციოთ ყურადღება კანის უმნიშვნელო დაზიანებას, რომ ზედმეტი პრობლემა არ გაგვიჩნდეს.

გთავაზობთ რეცეპტებს:

– კომბოსტოს ნაყავენ, ურევენ კვერცხის ცილას (შინაურს), იდებენ დაზიანებულ კანზე.
– დაჭრილ კარტოფილს იდებენ კანზე.
– კარგია დინდგელის ნაყენის და მუხის ქერქის ნახარში.
– 3 კბილი ნიორი კარგად შეურიოთ 50 გრ თაფლს. მალამო შეიზილეთ კანზე.
– სასარგებლოა მდოგვის ზეთის წასმაც.
– შეგიძლიათ ჭარხლისგან მიღებული ფაფისებრი მასის დადება ანთებით უბანზე დღეში 2-ჯერ.
– კარგი შედეგი აქვს ასკილის ტოტების, მოცვის ფოთლების, ათასფოთოლას ფოთლების, კაკლის უღელის ნახარშის დალევა.

აღნიშნული მეთოდები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ დაავადების მკურნალობასა და პრობლემის მოხსნაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • Salo says:

    Vamzadeb psoriazis camals garantiit dacvrilebit mogaxsenebt 595 922508

  • ნიტა says:

    დაჭრილი კარტოფილი როგორ უნდა აიტანო ეგზემიან კანზე? ხელებზე მაქვს და კარტოფილს ვერ ვჭრი შესაწვავად, გამწვავების პერიოდში. ძალიან აღიზიანებს კანს.

  • ნანა says:

    საინტერსოა გადამდები ხომ არ არის??????? თუნცა თუ ენდოკრენული და ნერვული სისტემის მიზეზითაა გამოწვეული ალბათ არ იქნება, მაგრამ ექიმის პასუხი მაინც მაინტერესებს

  • ნანა says:

    იქნებ მითხრათ ვინმემ ვისთან გიმკურნალიათ,რომელ კლინიკაში და შედეგით თუ ხართ კმაყოფილი?

  • Salome says:

    Gtxoovt damexmarot maqvs egzema , magijebs wva da qavili ..klinika kanshi viyavi magram ushedegod tyuilad imdeni tanxebi davxarje ..mirchiet ra vqna?

  • ირმა says:

    გამარჯობა . თმის ძირებში აქვს ეგზემა . გთხოვთ მოგვცეთ რჩება რეალური მალამო თუ არსებობს და რომელი ბალახების ნაყენს გვირჩევდით. მირჩევნია ხალხური მედიცინიდან.მადლობა წინასწარ.

  • ლევანი says:

    ლაფანაშვილის კლინიკა ვარკეთილის მეტროსთან. პროფესიონალი, სინდისიერი ექიმი. მამაჩემი მყავდა, მოარჩინა.თუმცა რამდენიმე თვის მერე ისევ გაუჩნდა – ეგზემას აჩენს გარეგანი ფაქტორები, ნივთიერებები რასაც ვეხებით და შინაგანი, რას ვჭამთ. ასევე შინაგანი ორგანოების დაავადებებისაც ჩნდება. ასე რომ მხოლოდ ექიმი და მალამო ვერავის უშველის – სასწაულები ხშირად არ ხდება. ნორმალური თათმანები გინდათ აგრესიული ნივთიერებებთან შეხებისას, კვების მოწესრიგება, დიეტა, ქრონიკული ინფექციების მკურნალობა, იმუნიტეტის გაძლიერება.

  • lola says:

    ეგზემა თუ გაქვთ ტკბილი ანუ შაქარი საერთოდ არ უნდა მიიღოთ! თორემ ქრონიკულში გადაგივათ რაც ნიშნავს მთელი ცხოვრება გექნებათ და არაფერი აღარ გიშველით. თუ მძიმე ფორმებში არ გაქვთ მაშინვე იმკურბალეთ დიეტა აუცილებელია
    არანაირი ლიმონათი და შაქარი საერთოდ არ მიიღოთ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი