მთავარი » ჯანმრთელობა

ებრძოლეთ გაციებას ასკილთან ერთად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2012 | 4,292 ნახვა

ასკილი მრავალწლოვანი ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან. იგი უხვადაა გავრცელებული საქართველოში და ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ოფიციალურ მედიცინაში და უამრავი პრეპარატის საფუძველს წარმოადგენს. მისი უნიკალური თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი.

ასკილი ასკილი ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.

ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.

ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვებული ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.

ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს: P, B1, B2, კაროტინებს, შეიცავს ასევე შაქრებს, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს. ასკალისგან ამზადებენ სიროფებს, ასკორბინის მჟავას, კონცენტრატებს.

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმლების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.

თესლის ნახარშს სვამენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში. ასევე გასტრიტის, ცისტიტის, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას. ნევროზის დროს კი სამი სადილის კოვზი დანაყილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაამატეთ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შემთბარი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენი გრილ ადგილას შეინახეთ.

ასკილის ჩაი ასევე ძალიან სასარგებლოა გრიპისა და გაციების დროს : ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სადილის კოვზი 1 ლიტრ ცივ წყალში ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ მარლაში. დალიეთ ყოველ 3- 4 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბასთან ერთად. სასურველია ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, თან დოზა ნელ-ნელა შეამცირეთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი