მთავარი » ეკლესია-მონასტრები

დვანის წმ. გიორგის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.08.2023 | 479 ნახვა

დვანის წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ჩრდილო-დასავლეთით, კონუსური მთის წვერზე. სტილისტური ნიშნებით ნ. ჩუბინაშვილი VI საუკუნის III მეოთხედით ათარიღებს, ხოლო ნ. გენგიური – VIII საუკუნით. ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ წმინდა გიორგი კვართისას, ანუ ქრისტეს კვართის მცველ წმინდა გიორგის. აქ იმართებოდა ხატობა – „კვართობა“. მოგვიანებით ამ დღესასწაულისთვის დაურქმევიათ „კოხიჯვრობა“. ეკლესიას ამჟამად წმინდა გიორგი კოხიჯვრისასაც უწოდებენ.

დვანის წმინდა გიორგის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის პირველი ნაგებობაა საქართველოში. იგი წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ, გარე სწორკუთხედში მოთავსებულ გუმბათოვან ეკლესიას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი შემოუყვება. გუმბათი დასავლეთით შვერილთა წყვილს ეფუძნება, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის კუთხეებს.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზედა, ოდნავ ნალისებრი ნაწილი გამოყვანილია სუფთად გათლილი ქვებით და მთელი კედლის სისქეში ჩადგმულია მუქი წითელი ფერის მთლიანი ვიწრო საკეტი ქვა.
ეკლესიაში 1697 წელს გარდაცვლილი პაატა ყარალაშვილის საფლავის ქვაა.

ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ეკლესია მდებარეობს რუსეთის მიერ დროებით უკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს, უსაფრთხოებისთვის ამიტომ ტაძრამდე მისვლა შსს წინასწარი წერილობითი საშვით/ნებართვითაა შესაძლებელი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი