მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფ. დვაბზუს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.08.2017 | 2,808 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სოფ. დვაბზუს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია საამშენებლო თარიღის მიხედვით 1874 წელსაა აგებული. შვერილაბსიდიანი დარბაზული ეკლესიაა. ნაგებია რიყის ქვით, საპერანგე ქვად რუხი ფერის ფილებია გამოყენებული.
ეკლესიას სამი შვერილი ნახევარწრიული აბსიდი აქვს. მათგან შუალა უფრო მოზრდილია. აბსიდებს მთავარი სივრცისაგან დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელშია გაჭრილი. ასევე ყველა კედელში სამ-სამი ფართო და სწორკუთხა სარკმელია. ეკლესია დასრულებულია თაროსებრი ქვის ლავგარდნით. გადახურულია თუნუქით.

სოფ. დვაბზუს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

დარბაზი სიგრძეზე აღმართული ორი წყვილი სვეტითაა დანაწევრებული. თითოეული მათგანი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება, რომელთა ღერძზე თითო სარკმელია გაჭრილი.
დასავლეთის შესასვლელის ტიმპანზე ჯვრის მიერ გველეშაპების დათრგუნვაა გამოსახული. აქვეა საამშენებლო წარწერა მოცემული. მარტივადაა გაფორმებული ჩრდილოეთის და სამხრეთის კარები. ჩრდილოეთის კარის არქიტრავზე ასევე საამშენებლო წარწერაა მოთავსებული: ,,ჩყდოსა წელსა 1874 შეწევნითა ღვთისათა აშენდა ეკლესია ესე ხელვანობითა უსტა იოვანე და კონსტანტინე ბერძნებისათა“.
ეკლესია XIX ს. საქართველოში დამკვიდრებული არქიტექტურული სტილის ნიმუშია, რომლებიც სხვადასხვა სოფელში არაერთია შემორჩენილი. ამავე დროს, ეს არის იშვიათი გამონაკლისი, გურიაში აშენებული ამ ეპოქის ძეგლებისა, რომელიც XX ს. 20-30-იან წლებში კომუნისტურ რეჟიმს გადაურჩა და არ დაინგრა. გარდა ამისა, ეკლესია ღირებულია თავისი საამშენებლო წარწერის გამოც, რომელიც ტაძრის მშენებლობაში ბერძენთა მონაწილეობაზე მოგვითხრობს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი