მთავარიქრისტიანობადღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

სულთმოფენობა მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მივიდნენ.

“სულთმოფენობისთვის მზადება, არის უძველესი ტრადიცია, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ: ქალაქგარეთ ტალავრებს აწყობდნენ – ტოტებისგან დაწნულ კარვებს დგამდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კარავში ცხოვრობდნენ და ამით იხსენებდნენ სინას მთის ძირში ცხოვრებას, სადაც უფალმა 10 მცნება მისცა მოსეს. მსგავსად მოსესა და მოციქულთა, ჩვენც უნდა აღვიჭურვოთ მოლოდინით, რათა სულიწმინდის ნიჭს ვეზიაროთ. … სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს ბალახსაც, ამიტომ მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ – ზოგიერთები ბალახის ნახარშსაც სვამდა და გამოიკვეთა რომ მაკურნებელი ძალა აქვს. “, – წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია).

წირვის დასრულების შემდეგ ტაძრებში მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა შესრულდა. ამ ლოცვის დროს მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

დღესვე ასევე მე-15 საუკუნეში აჭარაში თურქთაგან წამებული წმინდა მამათა და დედათა ხსენების დღეა, რომელიც გარდამავალია და სულთმოფენობას მოიხსენიება.

ასევე კომანში (აფხაზეთში) 308 წელს წამებული ბასილისკოსი ხსენებაა.

მომავალი კვირა, 5 ივნისიდან, მორწმუნეებისთვის მსგეფსია, რომლის დროსაც ხსნილია ყოვლითურთ.
12 ივნისიდან კი, პეტრე-პავლობის ერთთვიანი მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები