“დღეს სარწმუნოების დამხობას ცდილობენ და რწმენის შენობის დანგრევას; ნელ-ნელა, თითო კენჭს აცლიან მას. მაგრამ ჩვენ ყველა პასუხისმგებელი ვართ ამ ნგრევისა: არა მარტო ისინი, ვინც შენობას კენჭებს აცლიან და ანგრევენ მას, არამედ – ჩვენც, რომელნიც ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა რწმენა და მის გასამაგრებლად ღონეს არ ვხმარობთ. ის ვინც ბოროტებისკენ უბიძგებს მოყვასს, ამისთვის პასუხს აგებს ღმერთთან; მაგრამ ისიც პასუხს აგებს – ვინც ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა: რადგან ისიც ხედავდა, რომ ვიღაც ბოროტებას უკეთებდა მოყვასს და წინ არ აღუდგებოდა.
ერი ადვილად ენდობა იმ ადამიანს, რომელსაც მათი დარწმუნება შეუძლია”…
წმიდა პაისი ათონელი
