მთავარი » პოპულარული

დღეს ანჩისხატობაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.08.2011 | 2,040 ნახვა

29 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ანჩისხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა და პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქისთვის ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ანჩისხატისა და ხახულის კარედის დამცავი ვიტრინები გახსნეს. უწმიდესი მუზეუმის შესასვლელთან დაბრძანებულ მაცხოვრის სალიტონიო ანჩისხატსაც ეამბორა.

წლებია, მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი ყველა იმ ადგილზე დაბრძანდება, რომელიც ხატმა ისტორიულად გაიარა. ეს გზა ტრადიციულად, წელსაც იერუსალიმიდან დაიწყო. ხატი ტაო-კლარჯეთის (ანჩის) გავლით თბილისში 28 აგვისტოს შემობრძანდება.

მარიამობის დღესასწაულზე რუსთაველის ძეგლთან ხატს სხვადასხვა ტაძრის მრევლი შეეგება და ლოცვითი სვლით მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში – მისი დედნის სიახლოვეს წააბრძანეს, სადაც სიწმიდეების წინაშე სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
მომლოცველებმა მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატთან ერთად და ათონის მთიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლიც ჩამოაბრძანეს. ამ ხატმა შეძლებისდაგვარად გაიარა ის წმიდა ადგილები, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელთუქმნელმა ანჩისხატმა თბილისამდე ისტორიულად განვლო.

ფერიცვალების დღესასწაულზე, ანჩისხატის მომლოცველთა კრებულმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ანჩისხატის სალიტანიო ხატი თაბორის მთაზე მიაბრძანეს, სადაც სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზონმა კონსტანტინემ (ნარუშვილი) ანჩისახატის პარაკლისი გადაიხადა. ხატის წინაშე ლოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმაც აღავლინეს. სალიტანიო ხატი იერუსალიმის წმიდა ადგილებშიც დააბრძანეს. ტაო-კლარჯეთში კი ანჩის ნატაძრალზე პარაკლისი აღევლინა.

საქართველოში შემობრძანებული ხატები სარფში წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარში დაასვენეს. ხატებმა შემდეგ თბილისში გადმოინაცვლა.

ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდე-მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დედანი საქართველოში ინახება. ის საქართველოს გასაბჭოებამდე ანჩისხატში იყო დაბრძანებული. 1938 წელს, კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს თხოვნით, ხატი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ხატი კათოლიკოსმა ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა და მას შემდეგ“პირი ღვთისა – ანჩისხატი” მუზეუმში იმყოფება.

ანჩისხატის ტაძარი ხატის დიდებით დაბრუნებას კვლავ ელოდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი