მთავარიქრისტიანობადიპტიხი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

დიპტიხი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონში დიპტიხი ასე არის განმარტებული: დიპტიხი – მოსახსენებელი წიგნი. გამოიყენება მოციქულთა დროიდან. ფართო გავრცელება ეკლესიებში ჰპოვა მე-4 საუკუნიდან. დიპტიხში მოხსენიება ითვლებოდა დიდ პატივად. მასში შედიოდნენ მხოლოდ წმინდა ცხოვრების წესით განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანები.

დიპტიხები იყოფა:

1) ნათლობის;

2) ცოცხალთა;

3) წმინდანთა ანუ მარტიტოლოგები;

4) მიცვალებულთა, რომელშიც პირველად შედის ეპისკოპოსთა, სამღვდელოთა და ბოლოს, ერისკაცთა სახელები. ეხლა არსებობს დიპტიხების ორი სახეობა საერო ანუ საეკლესიო და კერძო (მოსახსენებელი). პირველი გამოიყენება მონასტრებსა და ეკლესიებში და მასში შედის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების მამათმთავართა სახელები. მეორე გამოიყენება ყოველ მართლმადიდებელ ოჯახში.

დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებისდროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი. ის წარმოადგენს გამოხატვასსულიერი და კანონიკური ერთობისა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. მართალია, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ადმინისტრაციული ცენტრი, მაგრამ ყოველი დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის მეთაური და მისი დიაკონიღვთისმსახურების დროს მოიხსენებს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, ამით ის გამოხატავს, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნებისაგან დამოუკიდებლად, შეადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

წყარო: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე “დიპტიხი და დიასპორა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები