მთავარი » საზოგადოება

დიმიტრი ლორთქიფანიძე – აიდი ბარათებზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.04.2013 | 2,517 ნახვა

20 აპრილს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” აიდი ბარათებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას თავისი მოსაზრებები და შეფასებები გააცნო პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ:

“ჩვენ ბევრჯერ ვიმსჯელეთ აიდიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ამ თემაზე სამართლებრივი შეფასება არაერთხელ გაკეთებულა, მათ შორის პარლამენტშიც. დიმიტრი ლორთქიფანიძე მეშვიდე მოწვევის პარლამენტს ვგულისხმობ, რომელშიც გახლდით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი. მაშინ ბატონმა ზაზა ნანობაშვილმა 30 000 ხელმოწერით შემოიტანა პარლამენტში ეს ინიციატივა. გახსოვთ თქვენ 2011 წლის პირველი აგვისტო, როდესაც ბათუმში ზარზეიმითა და ფოიერვერკებით აღნიშნეს აიდი ბარათის დანერგვა ქვეყანაში და შემოიღეს ერთადერთი უალტერნატივო ფორმა პიროვნების იდენტიფიცირებისა და მისი მეშვეობით სამოქალაქო უფლებების განხორციელებისა. მე მაშინ დავსვი კითხვა: ლახავდა თუ არა ეს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებსაც ელემენტარულად არ ჰქონდათ ის თანხა, რომელიც თავისი მოცულობით აღემატებოდა უმწეოთა და დევნილთა დახმარებას, რაც მაშინ გახლდათ 28 ლარი. აკაკი მინაშვილმა მიპასუხა, რომ გარკვეულწილად ეს შესაძლებელია მართლაც ლახავდეს მათ უფლებებს, მაგრამ სახელმწიფოს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ალტერნატიული ფორმები დანერგოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ვერ იხდის 30 ლარიან მოსაკრებელსო.

სამწუხაროდ, მედიის მხარდაჭერა არ ჰქონია ამ პროცესების გაშუქებას.

იქმნება წარმოდგენა, რომ ის ადამიანები, ვინც გამოვთქვამთ ღია პროტესტს აიდი ბარათებთან დაკავშირებით, წარმოვადგენთ უმრავლესობას უმცირესობაში. ეს ხომ მთელი უმრავლესობის პრობლემაა?! ეს ჩვენი კონკორდატით გათვალისწინებული და საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში აღიარებული, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, იმ ადამიანების უფლებების დაცვას გულისხმობს, რომელთა რიცხვშიც თითოეული ჩვენგანია. ხომ არ უნდა ვეძიოთ პრობლემა იმაშიც, რომ თავად ეკლესიის წიაღშიც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა ამ საკითხების მიმართ?! მე ვფიქრობ, რომ რადგან არ გახლავთ ერთიანი აზრი, საზოგადოება, ვინც ჩვენ მხარი უნდა დაგვიჭიროს, ბრკოლდება.

28 ნოემბერს დღევანდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დემონსტრაციულად აიღო ელექტრონული აიდი ბარათი და მან განაცხადა: „პრაქტიკული საშუალებაა, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრება გაიადვილოს, არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი, არჩევითი ხომ არ იყოს პირადობის მოწმობის აღება და გამიჯვნა ელექტრონული აიდი ბარათისგან.“ სამწუხაროდ, პრაქტიკული ნაბიჯი, რომ თანამედროვე ადამიანმა გაიადვილოს ცხოვრება, ჩვენ დაგვიჯდა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის სიცოსცხლის ფასად, რომლის მშობლებმაც ჩვენს მშობლიურ აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ვერ შეძლეს თავიანთი მწირი შემოსავლით აეღოთ აიდი ბარათები, ვინაიდან ისინი იყვნენ გაუსაძლის სიღარიბეში“.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა იმ ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება ეთხოვოს მთავრობას, მაქსიმალურად მოკლე დროში განიხილონ და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება აიდი ბარათების შემცვლელი ალტერნატიული პირადობების დამადასტურებელი მოწმობების შემოღებასთან დაკავშირებით:

“ჩვენ ვიცავთ ჩვენს კანონიერ უფლებას და მადევრისა და მახვეწარის როლში არ უნდა ვიყოთ. ამიტომ გთავაზობთ 30 000 -იანი ხელმოწერა კი არ შევიტანოთ პარლამენტში, არამედ მივმართოთ ყველა ფრაქციას და მივცეთ საშუალება, რომ შემოგვეგებონ და სამართლებრივი და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, მათ თავად დახვეწონ, განავითარონ და ჩვენთან ერთად სადისკუსიო კლუბიც შექმნან. მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი იბადება და ენიჭება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ის უკვე მზად არის განახორციელოს თავისი სამოქალაქო უფლებები, ხოლო თუ კი ადამიანს თავისი ბიზნესიდან, შეხედულებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე აქვს სურვილი, ინტეგრირება მოახდინოს ერთ ბარათში თავისი პირადობის, სადაზღვეო პოლისის, ჯანმრთელობის, სიციალური დაზღვევის, მართვის მოწმობის, სამსახურში შემოსასვლელი საშვის, სამგზავრო თუ სხვა სერვისებისა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენც მოგვცენ უფლება, მივიღოთ თავისუფალი გადაწყვეტილება. ამას არ სჭირდება ბევრი ფიქრი და როდესაც მე მინისტრი მეუბნება, „არ გამოვრიცხავ, რომ დავიწყო ფიქრი“, ადვილი მისახვედრია, ეს არის დროის გაყვანის პოლიტიკა, რომ დასავლელი პარტნიორები არ გააღიზიანონ. ასე რომ, თეა წულუკიანს მე ვიცნობ, როგორც კარგ და სამართლიან ადამიანს, მას სჭირდება მხარდაჭერა, გვერდში დგომა და ასეთი ლეგიტიმური იძულებაცა და ჩვენი ლეგიტიმური პროტესტიც, სხვათაშორის, არის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გამყარებული უფლება. ჩვენ მივაღწევთ სამართლოანობას“.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან აიდი ბარათების თემა საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს და მოქალაქეების დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და ალტერნატიული საშუალებების შემოღებას მოითხოვენ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლაშა says:

    სანამ საპატრიარქო ასეთ პოზიციაზეა ეს საკითხი ასე არეული დარჩება. ასეთი ზერელე განცხადება რომ დღეს არსებული პირადობის მოწმობა არ შეიცავს მხეცის ნიშანს და არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი ძალიან ზედაპირულია. დადონ კვლევები და მსჯელობები და რის საფუძველზე დაასკვნეს ეს. თუკი ის ჩიპ იმპლანტი რომელიც ადამიანის ხელში იდგმევა არის მხეცის ნიშანი მაშინ მე დარწმუნებით ვამტკიცებ და ვისაც უნდა იმას დავუმტკიცებ რომ ამ ბარათში არსებული ჩიპი არის აბსოლუტურად იდენტუი იმისა რასაც წარმოადგინს ჩიპ იმპლანტი რომელიც ხელში იმპლანტირდება

  • Keso says:

    Sapatriarqos ar adardebs mrevli,mas mxolod rezidenciebi adardebs da sakutari ketildgeoba.rogor ar grcxveniat,atonel berebs manic daujeret.nutu ase danelia alternatives motxova?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი