მთავარიეკლესია-მონასტრებიდიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: “დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.”

მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამასა და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა, ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს “გიხაროდენ” უგალობა და მხურვალედ შეევედრა: “ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!”

მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატისათვის თაყვანის საცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.

ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ.

დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება. მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანაგრევების სახით მოუღწევია. ახალი ეკლესიის მშენებლობა 1874 წელს დაწყებულა დეკანოზ ბესარიონ ზედგენიძის თაოსნობით. 1884 წელს ეკლესია აკურთხეს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სახით (ხის გუმბათით), თანახმად უძეველესი ქართული სამშენებლო წესისა, რომელიც ითვალისწინებდა გუმბათის დაშენებას 7 წლის შემდეგ.

დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

არქიტექტურა: მე-19 საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსები მართავდნენ. მათ ინტერესებში არ შედიოდა ქართული ეროვნული არქიტექტურის ტრადიციების გაგრძელება და სურდათ, დიდუბის ტაძრის რუსიფიკაციის საშუალებად გადაქცევა. დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი საეგზარქოსოს არ უნდოდა, დიდუბის ტაძარი ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურის პრინციპების შესაბამისად აგებულიყო. მათ დეკანოზ ბესარიონს შესთავაზეს ხუთგუმბათიანი ტაძრის პროექტი (ავტორი: არქიტექტორი ა. ჩიჟოვი). ბევრი მცდელობის შემდეგ დეკანოზმა ბესარიონმა ისღა მოახერხა, რომ ზედმეტი გუმბათები პროექტიდან ამოაღებინა და ცალკეული ქართული დეტალებიც შეიტანა მასში.

ხატები: დიდუბის ტაძრის ფრესკები შესრულებულია 1978 წელს მხატვარ ალექსანდრე ბალძელაძის მიერ. ტაძარში თანამედროვე ეპოქასა და გასულ საუკუნეში დაწერილი ხატებია, რომელთაგან აღსანიშნავია კანკელის მაცხოვრის ხატი, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა ნინოს, წმიდა ილია მართლის, წმიდა თამარ მეფის (დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ) ხატები. ტაძრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია დიდუბის ღვთისმშობლის სახელწოდებით. ხატი შემოსილია მოოქროვილი პერანგით.

დავით დანელია

3 COMMENTS

  1. menatreba am wminda Tadzarshi santlis anteba da locva,cxra welia ucxoetshi vagdivar,didi dzala aqvs Gvtishoblis XATS,rom gvefereba chven sulwawymedilebs da mogvitevebs codvebs!

  2. datiko48 ღმერთმა გაგაძლიეროს…მალე აქ, ჩვენთან ყოფილიყავი ჯანმრთელი და ბედნიერი…ღვთის ტაძარში შედიხარ,რომ სანთელი დაანთო, მაგრამ თუ ღმერთთან კავშირი არ აქვს ადამიანს, განა რამე ძალა აქვს ასეთ დანთებულ სანთელს? სანთლის დანთება ყველგან შეგიძლია, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და ეს სამყარო წარმოადგენს ტაძარს, მაგრამ პირველ რიგში ადამიანი როდესაც ინათლება მასში სული წმინდა მკვიდრდრება და გარდაიქმნება უფლის სულიერ ტაძრად…ასე რომ უმთავრესია შენს საკუთარ ტაძარში გენთოს სანთელი…ჩაქრება? ისევ დაანთე! ჩაგიქრობენ? ისევ დაანთე!მთავარია სულ გენთოს!უფალი მეფობს!

  3. am eklesiashi ertxel mamaom locvebi camikitxa shekvetit da locvis dros vigrdzeni xvtishoblis udidesi dzala ,mtel chem sxeulshi chaixvara raxac enit gadmoucemeli madli, da sitbo, rogorc faeri ise vigrdzeni tavi ,vgrdznobdi udides siyvars da igive ganicada dedachemmac ,romelic chem gverdit imyofeboda.

Comments are closed.

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები