
გლდანის ა მიკრორაიონის მოსახლეობა დიდიხანი წუხდა სიახლოვეს ტაძრის არარსებობაზე. ერთი წლის წინ მათ ხელმოწერები შეაგროვეს და ტაძრის აშენება მოითხოვეს. პატრიარქის კურთხევით გადაწყდა 136-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ორნავიანი ბაზილიკა აშენებულიყო.
ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს სათავეში დეკანოზი დავით აფციაური და მღვდელი ზაზა გაბედავა ჩაუდგნენ. ყოველ კვირას, 16 საათზე ტარდება საჯანმრთელო პარაკლისები.

მოსახლეობა ცდილობს თითო ლარით შეეეწიოს ტაძრის აშენებას, თუმცა ცხადია, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ტაძრის დასრულების ვადები დამოკიდებულია შემწირველთა და მრევლის აქტიურობაზე. თითოეული თქვენგანის მცირედი მონაწილეობაც კი თითო აგურს დადებს ტაძრის აშენებაში და წინ წაწევს საქმეს. შეწირულობა შესაძლებელია არა მარტო ფულადი სახსრით, არამედ სამშენებლო მასალებით, ადამიანური რესურსით, მუშა პროცესში ფიზიკური დახმარებით და სხვ.
ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: GE96BG0000000131166944
ლიბერთი ბანკი: GE79LB0711189481052000
თიბისი ბანკი: GE28TB7452445064300002
საკონტაქტო ნომერი: 579415445 მამა ზაზა გაბედავა
