მთავარი » ქრისტიანობა

დიაკონი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.06.2017 | 2,940 ნახვა

დიაკონი სიტყვა დიაკონი მომდინარეობს ბერძნ. სიტყვიდან diákonos და ნიშნავს „მსახურს“.

სიტყვა დიაკონი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

სამღვდელმსახურო იერარქიის ქვედა საფეხურის წევრი, მოძღვრის თანაშემწე, რომელიც მას ეხმარება ღვთისმსახურების წესების შესრულებაში.

პეტროზილო პიეროს “ქრისტიანობის ლექსიკონში” კი შემდეგნაირად არის განმარტებული:

პირი, რომელმაც სადიაკვნო ხელდასხმა მიიღო. Lumen gentium-ის თანახმად, „დიაკვნის მოვალეობაა, საზეიმოდ აღასრულოს ნათლობა, შეინახოს და გასცეს ევქარისტია, ეკლესიის სახელით დაესწროს ქორწინებას და აკურთხოს ის, სიკვდილის წინ აზიაროს მომაკვდავნი, საღმრთო წერილი წაუკითხოს მორწმუნეებს, აღზარდოს და დამოძღვროს ხალხი, უხელმძღვანელოს ღმრთისმსახურებასა და მორწმუნეთა ლოცვას, აღასრულოს საიდუმლონი, წარუძღვეს პანაშვიდისა და დაკრძალვის წესს“.

გარდა ამისა, დიაკონს ევალება საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება და ეპისკოპოსის მიერ მისდამი მინდობილი ყველა ამოცანის შესრულება. ვატიკანის II კრებამ აღადგინა დიაკვნობა, აგრეთვე, როგორც მუდმივი წესი (და არა მხოლოდ როგორც ხუცესობისათვის მოსამზადებელი საფეხური) და დაადგინა ამ წოდების მინიჭების შესაძლებლობა დაქორწინებულ მამაკაცთათვის.

დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია. დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი