მთავარი » პოპულარული

დიაბეტის მსოფლიო დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2011 | 2,071 ნახვა

ყოველი წლის 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე მოიცავს მასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების წარმოჩენასა და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ. დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველ წელს, დიაბეტის მსოფლიო დღე ეძღვნება დიაბეტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პრობლემას. 2009-2013 წლები გამოცხადებულია დიაბეტური განათლებისა და პრევენციის წლებად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში 220 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. შესაბამისი ეფექტური ინტერვენციების გარეშე ეს ციფრი 2030 წლისთვის გაორმაგდება.

მსოფლიოს 160 ქვეყნის მსგავსად, საქართველოში დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
12.00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან დიაბეტისა და მის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირების შესახებ სოციალური კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც დიაბეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია დიაბეტის, მისი მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შესახებ საქართველოში.

დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

14 ნოემბერი გაერომ ოფიციალურ საერთაშორისო დღედ აღიარა. სწორედ ამ დღეს არის ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღე, რომელმაც 1922 წელს ჩარლზ ბენტონთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა პრეპარატ ინსულინის შექმნაში. ინსულინმა ბევრ დიაბეტით დაავადებულს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

მსოფლიო დიაბეტის დღის ლოგო – ცისფერი წრე, დიაბეტის გლობალური სიმბოლოა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით 2007 წელს დაამტკიცეს. ცისფერი რგოლი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი