დიაბეტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2000 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 177 მლნ ადამიანს აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, 2025 წლისათვის მოსალოდნელია ამ ციფრის 500 მლნ-მდე გაზრდა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება დიაბეტიანი პაციენტების 10 %-ს, დიაბეტი ხოლო 90%-ს – ტიპი 2. ამ უკანასკნელთაგან 80 % ჭარბწონიანია.

დიაბეტის რიცხვის ასეთი ზრდა ტიპი 2 დიაბეტის ხარჯზე ხდება. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა, სიმსუქნის სიხშირის მატება, ცხოვრების უმოძრაო წესი, სტრესული გარემო და ა. შ.

დიაბეტის შესახებ “ამბიონს” მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ლალი ნიკოლეიშვილი ესაუბრება:

დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.

დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო:

1. თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს. ამ შემთხვევაში განვითარებულ დიაბეტს უწოდებენ ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს;

2. თქვენი ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს. ამ მდგომარეობას უწოდებენ ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს.

ორივე შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმმა ენერგია გამოიმუშავოს, გლუკოზა სისხლში გროვდება და ადამიანს უქვეითდება ენერგია, აქვს დაღლილობის შეგრძნება, უხასიათობა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა. ასევე, შეიძლება აღენიშნოს წონაში კლება, მხედველობის დაქვეითება, სხვადასხვა ინფექცია და ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში გლუკოზის აწეული დონე აზიანებს მთელ ორგანიზმს და იწვევს სხვადასხვა გართულების განვითარებას, როგორიცაა თირკმელების, გულის, მხედველობის დაავადებები, ტერფის დაზიანება.

ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილება შასაძლებელია დიაბეტის სათანადო მართვით, რაც გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლების შენარჩუნებას ნორმის ფარგლებში. იგი არა მარტო თავიდან აგაცილებთ დიაბეტის გართულებების ჩამოყალიბებას, არამედ იცოცხლებთ ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებით.

შესაძლებელია თუ არა დიაბეტის პრევენცია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა აღვნიშნოთ ის მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. მას ეწოდება პრედიაბეტი.

რა არის პრედიაბეტი?

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ორგანიზმში არსებობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რომელსაც “პრედიაბეტი” ეწოდება და გამოიხატება ნორმასთან შედარებით სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლებით, მაგრამ არა იმ ზღვრამდე, რომ დარღვევის ამ დონეს მიეცეს შაქრიანი დიაბეტის კვალიფიკაცია. “პრედიაბეტში” იგულისხმება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა და უზმოდ გლიკემიის მომატება. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს დროთა განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და მისი გართულებების განვითარების მომატებული რისკი აქვთ. აშშ-ში 40-დან 74 წლამდე ასაკის 20,1 მილიონ ადამიანს (მოსახლეობის 21,1%-ს) აღენიშნება პრედიაბეტი. უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დაავადების ამ სტადიაზე უკვე არსებობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული ცვლილებები, განსაკუთრებით ეს ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

პრედიაბეტი ყოველთვის არ გადადის დიაბეტში. ზოგ შემთხვევაში დაავადების უკუგანვითარებაც ხდება და ნახშირწყლოვანი ცვლა უბრუნდება ნორმალურ დონეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პრედიაბეტს აშკარა დიაბეტი მოჰყვება. ამიტომ პრედიაბეტის დროული დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია.

როგორ ვლინდება პრედიაბეტი?

პრედიაბეტი ხშირად მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ანუ ასეთ პირებს აღენიშნებათ მომატებული არტერიული წნევა, სისხლის მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები, “კარგი” ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი, აბდომინური სიმსუქნე (მუცლის არეში დაგროვილი ჭარბი ცხიმი)…

როგორ შეიძლება პრედიაბეტის აშკარა დიაბეტში გადასვლის თავიდან აცილება?

პრედიაბეტის სტადიაზე დაავადების აღმოჩენა საშუალებას იძლევა უკეთესობისკენ შევცვალოთ მომავალი, თავიდან ავიცილოთ დიაბეტის ჩამოყალიბება. დამაიმედებელი სიახლე ის არის, რომ პრედიაბეტის დროს სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლები, ცალკე აღებული ან მეტაბოლური სინდრომის სხვა კომპონენტებთან ერთად, შეიძლება დაუბრუნდეს ნორმას მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე, კერძოდ, ცხოვრების წესის ცვლილებით, რაც გულისხმობს გაზრდილ ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას, დიეტას ცხოველური ცხიმების დაბალი შემცველობით.

ცხოვრების წესის შეცვლა რეალურად იძლევა დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის საშუალებას და ეს დადასტურებულია მსოფლიოში ჩატარებული ორი ფართომასშტაბიანი კვლევით: ფინეთში ჩატარებული დიაბეტის პრევენციის კვლევითა და დიაბეტის პრევენციის პროგრამით. ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ დიეტის მოდიფიცირება, რომელიც გულისხმობს დაბალი კალორიულობის მქონე პროდუქტებით კვების დაგეგმვას, ცხიმების მიღების შეზღუდვას და ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას კვირაში

დავით დანელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები