25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობადღეები, რომლებშიც ჯვრისწერა არ აღესრულება

დღეები, რომლებშიც ჯვრისწერა არ აღესრულება

ჯვრისწერა – ქორწინების საიდუმლო არ აღესრულება მრავალდღიანი მარხვების განმავლობაში (დიდ-მარხვაში, შობის, პეტრე-პავლობისა და ღვთისმშობლის მიძინების – მარიამობის მარხვებში); ასევე შობიდან ნათლისღებამდე (ახალი სტილით 7 იანვრიდან 19 იანვრამდე – ჩათვლით), რადგან ეს დღეები ეკლესიის მიერ აღიარებულია განსაკუთრებულად წმინდა დღეებად და მორწმუნეთა საზეიმო-სადღესასწაულო განწყობა არ უნდა დაირღვეს საზრუნავებითა და ქორწინებისათვის მზადებით; ასევე ქორწინების საიდუმლო არ სრულდება ყველიერის კვირაში (დიდ-მარხვის დაწყების წინა კვირა) და ბრწყინვალე შვიდეულში (აღდგომის შემდეგი კვირა); ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს (ახალი სტილით 11 სექტემბერს) და უფლის ჯვართამაღლების დღესასწაულზე (ახალი სტილით 27 სექტემბერს); ამას გარდა, ქორწინების საიდუმლო არ აღესრულება ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს.

გამონაკლისები ამ წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ მმართველი მღვდელმთავრის ნებართვით, რომელსაც ეკლესიის მიერ მიცემული აქვს უფლება გაითვალისწინოს სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებანი, თვით დასაქორწინებელთა მდგომარეობა და, გამონაკლისის სახით, ნება დართოს მათ და მღვდელმსახურს ქორწინების საიდუმლოს აღსრულებაზე ზემორე ჩამოთვლილ დღეებში. ასეთი გამონაკლისები დაიშვება ადამიანური უძლურების გათვალისწინებით და ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულების ნიშნად.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები