მთავარი » ჯანმრთელობა

დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.03.2014 | 2,291 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება.

” “ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი და მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდეს. ჩვილი პირადად ჩემთვის, როგორც პრემიერისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პირადად ვუხელმძღვანელებ სახელმწიფო კომისიას. მთავრობა უკვე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება. თითოეული ოჯახი იგრძნობს სახელმწიფოს ყურადღებას და მზრუნველობას,” – პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მთიან რეგიონებში 200 ლარით, ხოლო ბარში 150 ლარით და მას მიიღებს ყოველი მესამე ბავშვის გაჩენისას 2 წლამდე ასაკის შვილის მშობელი. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.

კომისიამ უნდა შეიმუშაოს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა. კომისია ითანამშრომლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან.

კომისიის შემადგენლობაში შევლენ ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები.

პრემიერ–მინისტრის ეს ინიციატივა 1–ლი ივნისიდან ამოქმედდება.

დემოგრაფიული პროგრამის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო უკვე ახორციელებს არაერთ პროგრამას. მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა უკვე უფასოა. იგეგმება სხვა კომპლექსური ღონისძიებები დემოგრაფიული პრობლემების გადასაწყვეტად,” – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • veriko says:

    mainteresebs visac ukve yavs 2 clamde asakis mesame shvili imatze tu gaicema daxmareba?

  • დათო+ხათუნა says:

    მეუღლემ იმშობიარა 2014–წლის, 13–ივლის დ.ქორიძის 4–სმშობიაროში, მაგრამ! საყოველთაო არ შეგვეხო, მხოლოდ იმის გულისთვის, რომ დაზღვევა გაქვს კორპორაციულიო, რომელიც არ მინაზღაურებს მშობიარობას და დამტოვეს ესე ხახამშრალი, ბედის ამრა. გეკითხებით რა ვქნა ეხლა მე?! იყო დრო როცა კარგად ვცხოვრობით და რაც მაქვს, იქიდან მომდევს, ეხლა ამის გამო არ უნდა დამიფინანსდეს მშობიარობა?, გთხოვთ გამიწიოთ დახმარება, რადგან გამგეობამ რომელმაც, 200–ლარი მომიგდო, ვერ ფარავს 600–ლარს, რომელიც მაქვს გადასახდელი. თუ მართლა ერის გამრავლებაზე ზრუნას მთავრობა, მაშინ ეს უნდა გამოსწორდეს; თორემ ლაპარაკით და დაპირებებით ერი ვერ გამრავლდება. პატივისცემით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი