19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობადეკანოზი სერაფიმე დანელია სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე

დეკანოზი სერაფიმე დანელია სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია საშობაო ეპისტოლეს ირგვლივ ატეხილ ხმაურს ეხმაურება:

“საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეს ირგვლივ ატეხილი ხმაური, პირველ რიგში, საერო და სამწუხაროდ, სასულიერო საზოგადოების სულიერი დონის სისუსტეზე მიუთითებს, დეკანოზი სერაფიმე დანელია მეორე რიგში კი, ამ ეპისტოლეთი მხილებული ,,ამა სოფლის ძლიერთა” და ,,ბრძენთა” პოსტმოდერნისტულ და ფსევდო-ლიბერალურ გულისწყრომაზე…

საკითხში რომ გავერკვეთ, უპირველესად წმ. პავლე მოციქულის, პატრიარქის მიერ ციტირებული სიტყვები გავიხსენოთ: ,,ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო”… რას ამბობს ამით მოციქული? ის, რომ ყველაფერი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს: ცოდვა, სისულელე, შეცდომა, ასევე, ერთი შეხედვით კარგი საქციელი, სიკეთე, მაგრამ არ იყოს იგი სასარგებლო…აქ მთავარია კითხვა – სასარგებლო ვისთვის და რასთან მიმართებაში… რას გულისხმობს თავად მოციქული? რა თქმა უნდა, ის გულისხმობს – არასასარგებლოს და არახელისშემწყობს ადამიანის განღმთობისაკენ მისწრაფების გზაზე. მაგრამ აქ ყურადღებით ვიყოთ: ის არ ამბობს ,,აკრძალულია” ან ,,უნდა აიკრძალოს” – ის ამბობს: ,,ნებადართულია” ანუ არა კაცის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის ნებადართული და დაშვებული ადამიანის ნებისმიერი საქციელი, სწორედ ღვთაებრივი თავისუფლების უზენაესობის გამო.

მაშ სად არის პრობლემა? რა ვერ გაიყვეს ორთოდოქსებმა და ლიბერალებმა? სად გადის ზღვარი ნებადართულს და უსარგებლოს შორის? რას გულისხმობს პავლე მოციქული ამ ფრაზაში? ვგონებ უპირველესად იმას, რომ ვინც შეიყვარა ღმერთი და უნდა ღვთის მცნებისაებრ იაროს, ნებადართული თავისუფალი ქცევების სიმრავლიდან არჩევანი უნდა გააკეთოს და ღვთის მცნების შესაბამის, კონკრეტულად განსაზღვრულ გზას დაადგეს … ფაქტობრივად, ამაზე ისაუბრა კიდეც ჩვენმა პატრიარქმა, მაგრამ ატეხილი ხმაურის მიზეზი არა პატრიარქის მიერ ამ რეალობის გაჟღერება, არამედ ამ ყველაფერს დამატებული შეფასების ფაქტია (რისი სრული უფლებაცა და მოვალეობაც აქვს).

მამამთავარი თავის ნათქვამით ამბობს, რომ აბორტი, ხელოვნური განაყოფიერება, სუროგატი დედის საშუალებით ბავშვის გაჩენა და ა.შ. ,,ნებადართულია”, მაგრამ ასეთი საქციელი არასწორი, არასარგო და ცოდვაა, ამის ჩამდენი ღვთის მცნების შესაბამისად მიიღებს პრობლემებს ცხოვრებაში… რატომ დაინახეს პატრიარქის გამონათქვამში სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ან მათი მშობლების რაიმე სახით შეურცხოფა? ან პატრიარქს, თავისი ცხოვრების მანძილზე, ოდესმე გამოუხატავს მიუღებლობა ასეთი ადამიანისა? როცა პატრიარქმა ასეთი ბავშვების ,,განწირულობაზე” და ,,პრობლემატურობაზე” ისაუბრა, განა ამით გაწირა ისინი? თვითონ არ გვასწავლის ,,ნუ იქნებით კატეგორიულებიო?”… განა თვითონ უმეტესად არ გამოავლენდა სითბოს და ყურადღებას მათ მიმართ? თურმე მთქმელს მართლა ნდომებია გამგები…

რაც პატრიარქმა იგულისხმა, გასაგებია უბრალო ადამიანისთვისაც: არასწორია ასეთი ქმედებები და ამას მოყვება თავისი “არასარგო” შედეგები. და თუ მოწინააღმდეგეებს არ მიაჩნიათ ცოდვად აბორტი, ხელოვნური განაყოფერების გამოყენება, სუროგატობა ანუ ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის ბუნების ნებაყოფლობითი დაკნინება, მაშინ საერთოდ რა არის ცოდვა? ან იქნებ დაკნინებას და ,,არასარგო” ქმედებას არ წარმოადგენს ადამიანის მიერ სიკვდილ-სიცოცხლეზე საკუთარი უფლებების გავრცელების მცდელობა? მომინდეს -მოვკლა და მომინდეს -გავაჩენ… განა ეს ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო არაა? ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ” ამბობს უფალი… ზოგმა თქვა: ,,თუ უარს ვამბობთ ბავშვის გაჩენაში ხელოვნურ დახმარებაზე, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ყოველნაირ ხელოვნური სახის დახმარებაზე…”

უფალმა, სწორედ სიკვდილ-სიცოცხლეზე გამოგვიცხადა თავისი უფლება და არა ხელოვნებასა და მეცნიერებაზე, ჩვენ კი ადამისა და ევას მსგავსად ღვთის ამ ერთადადერთ მოთხოვნას თუ თხოვნასაც მივადექით…ღმერთმა დაგვიფაროს იმის მსგავსი შედეგისაგან, რაც მოჰყვა მათ თავისუფალ, მაგრამ არასწორ არჩევანს… ქრისტესმიერ ძმანო და დანო! ქრისტეშობის ამ დღეების მადლით ვთხოვოთ უფალს, გამოგვზარდოს სიბრძნესა გულისხმისყოფაში, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერსა და ბერს…”

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. namdvilad karg mtqmels kargi gamgone unda. im adamianebis umetesobas vin gamodis da aketebs komentarebs wakitxulic ki ar aqvt epistole da mit umetes gaazrebuli ar aqvt bolomde is istyvebi rasac chveni patriarqi brzanebs. samwuxaroa:(

  2. დაგვლოცეთ მამაო! მადლობას გიხდით განმარტებისთვის. ვისაც როგორ აწყობდა ისე გაიგო პატრიარქის ეპისტოლის შინაარსი. გამოვიყენებ თქვენს სიტყვებს გამოვიყენებ და იგივეს ვიტყვი, ქრისტეშობის ამ დღეების მადლით ვთხოვოთ უფალს, გამოგვზარდოს სიბრძნესა გულისხმისყოფაში, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერსა და ბერს…”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები