სიტყვა დეკანოზი მომდინარეობს გვიან ლათ. სიტყვიდან decanus, რომელიც ნაწარმოებია სახელიდან decem „ათი“, (თავდაპირველად აღნიშნავდა „ათკაციანი ჯგუფის მეთაურს“).
სიტყვა დეკანოზი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:
1) საეკლესიო იერარქიაში – უფროსი მღვდელი. ტაძრის წინამძღვარი. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამმართველო – „სადეკანოზო“ ებარა.
2) ქართულ მონასტრებში – მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი. მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში.
3) აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა (წარმართული გადმონაშთი).
