მთავარისაზოგადოებადეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გარეჯის შესახებ

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გარეჯის შესახებ

მიქაელ მობოტკოველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დავით გარეჯის საკითხზე განცხადება გააკეთა:

“გუშინდლამდე იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩოჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის.

წარმოუდგენელია, მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტებისკენ, კომუნისტური მმართველობის პერიოდისკენ, თითქოს მაშინ გადაეცა აზერბაიჯანს. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ ეს მაშინვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. გამოდის ისე, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ შევეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მოხდეს, როგორმე შეთანხმება, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ან ადგილმონაცვლეობის პრინციპით ან სხვა რაიმე პრინციპის გათვალისწინებით მოხდეს, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ეს ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ძნელად წარმომიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა”, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

1 COMMENT

  1. უფალმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ ამ ბრძოლაში სრულიად საქართველოსთან ერთად! მაგრამ ! ხელისუფლება , რომ არამარტო ცივ წყალს ,არამედ უდანაშაულო სისხლსაც გვასხამს უკვე კარგა ხანია. მხოლოდ უმცირესმა, ინფორმაციის ვაკუუმში მყოფმა ხალხმა, ბრმა ფანატებმა და სამწუხაროდ, ანგარების მიზნით მიტმასნილმა ფენამ არ გაიგო ეს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც აქებენ და ადიდებენ ამ მთავრობას, მადლობებს უხდიან, ლამის ფეხქვეშ ეგებიან. გასაგებია, რომ ყველა ეკლესიის შვილები ვართ და იქ ცოდვილი პირველ რიგში უნდა მივიდეს, მაგრამ ძალიან კი გაუგრძელდათ “ჭ ი ა” და მონანიებას არც აპირებენ. მე ყველაზე მეტად მეშინია ჩვენი პატრიარქის ირგვლივ რო ტრიალებენ ეგეთები და ღმერთმა დაგვიფაროს, რაიმე არ ავნონ. ბოლო-ბოლო ნეიტრალური პოზიცია მაინც დაიკავონ , თუ იმას ვერ ახრხებენ, რომ იბრძოლონ ასეთების წინააღმდეგ, როგორც ამას აკეთებდა ჩვენი ბევრი სახელოვანი საეკლესიო პირი. გამოფხიზლდით, ყველა და მოინანიეთ, ვინც ანგარების მიზნით ტაშს უკრავთ ამ ხალხთმოძულე, მატყუარა მთავრობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები