19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობადეკანოზი დავითი (დათუაშვილი) იუბილარია

დეკანოზი დავითი (დათუაშვილი) იუბილარია

ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელს, მამა დავითს “ამბიონის” გუნდი ულოცავს დაბადების დღეს. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, დეკანოზი დავით დათუაშვილი სულიერ სიძლიერეს, სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით სავსე, გაერთიანებულ, სამართლიან და მშვიდ საქართველოში ცხოვრებას. მადლობას ვუხდით ყოველგვარი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

გვიერთდებიან და ჩვენთან ერთად მამა დავითს დაბადების დღეს ულოცავენ:

დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახური): “მამა დავითს დაბადების დღეს ვულოცავ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და უფალმა ხელი მოუმართოს იმ კეთილი საქმეების აღსრულებაში, რაც ჩაფიქრებული აქვს. დიდ კომპლექსს აშენებს და საინტერესო მიზნები გააჩნია ჩვენი ტაძრის აშენებისა და გაძლიერების მხრივ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეკლესიაში პირველი წირვა სწორედ 25 დეკემბერს ჩატარდა, რაც ნიშანდობლივია. ერთად ვულოცავ ტაძარში ჩატარებული პირველი წირვიდან ერთი წლისთავს, დაბადებისა და ანგელოზის დღეს. ღმერთმა დალოცოს თავისი ოჯახით, სულიერი შვილებით, უფლის, მთავარანგელოზისა და წმიდა დავით გარეჯელის მადლი შეეწიოს”.

ბექა ჩხაიძე (სტიქაროსანი): “მამა დავითს ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს “ორთავ სოფელსა შინა.””

ეკა მირუაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მაღაზიის გამგე): “მამა დავითს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, ასევე ღვთის წყალობას, ენერგიას, რადგან ძალიან დიდი ენერგია სჭირდება იმ საქმესა და დიდ მშენებლობას, რაც ჩაიფიქრა და რასაც მამა დავითი შეეჭიდა. კიდევ ვუსურვებ ძალიან მოწესრიგებულ და კარგ მრევლსა და დიდ მოთმინებას”.

ანსამბლი “მადლი”: “მამა დავითს ვულოცავთ დაბადების დღეს. არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება მის მიმართ. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს და იმ წამოწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, რისთვისაც ძალასა და ენერგიას არ იშურებს.”

ნიკოლოზი (მრევლი): “მამა დავითს ვუსურვებ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, დიდი ხნის სიცოცხლესა და მრევლთან ერთად სიხარულს”.

ვიტალი (მრევლი): “ვულოცავ მამა დავითს დაბადების დღეს. ღმერთმა უმრავლოს მრევლი, განგვამტკიცოს ჩვენ რწმენაში, გაგვაძლიეროს სულიერად. მაცხოვარმა დიდი ხნის სიცოცხლე მიანიჭოს სადიდებლად უფლისა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსამტკიცებლად”.

შეგახსენებთ, დეკანოზი დავით დათუაშვილი გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება შარშან, 25 დეკემბერს დაიწყო. მამა დავითის ხელმძღვანელობით პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

მამა დავითს დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებთ…

თათია ნავროზაშვილი

მსგავსი სტატიები

11 COMMENTS

  1. მამა დავით, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ უფლის შეწევნას იმ დიდი მიზნების ასრულებაში, რომელიც თქვენ გაქვთ დასახული.

  2. მამა დავით მთელი გულით გილოცავთ დაბადების დღეს, ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს თვენნაირი ადამიანები გვერდით…ჯანმრთელობას და სულერ მხნეობას გისურვებთ. იხარეთ და იდღეგრძელეთ თქვენს ხორციელ და სულერ შვილებთან ერთად.

  3. მამაო გილოცავთ დაბადების დღეს,დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ,ღმერთმა გაგაძლიეროთ.

  4. gilocavt mamao…gmerTma jamrteloba mogceet rom chvens saimedod didxans dixans iyot am qveyanaze…

  5. გილოცავთ მამაო… ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს და ღვთის შეწევნას გისურვებთ…

  6. მამა დავით გილოცავთ დაბადების დგეს,გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.ღვთის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ.

  7. მამა დავითს ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდ სიხარულოს, განსაკუთრებით თავისი მოწესრიგებული მრევლის მიერ გამოწვეულ სიხარულს და ყოველივე კარგს.

    ღრმა პატივისცემით,

    თორნიკე

  8. ვუსურვებ ყველა მისი გეგმა და კეთილი საქმე სისრულეში მოეყვანოს :)

  9. გილოცავთ მამა დავით უფალმა გამძლეობა მოთმინება და დღე გრძელობა მოგანიჭოთ.
    “იხარეთ ორთავ სოფელსა შინა”. დამლოცეთ

  10. გილოცავთ მამა დავით უფალმა გამძლეობა მოთმინება და დღე გრძელობა მოგანიჭოთ.
    “იხარეთ ორთავ სოფელსა შინა”. დამლოცეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები