12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვადეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია

დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია

ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” (www.ambioni.ge) ხელმძღვანელს, დეკანოზ დავით დათუაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიძლიერეს დეკანოზი დავით დათუაშვილი და დასახული მიზნების განხორციელებას.

შეგახსენებთ, დეკანოზი დავით დათუაშვილი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად.

დეკანოზი დავითი ამჟამად თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარია. მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება 2011 წელს, 25 დეკემბერს დაიწყო. მამა დავითის ხელმძღვანელობით პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

თბილისის მთავარანგელოზთა ეკლესია

მსგავსი სტატიები

8 COMMENTS

  1. ღმერთმა დალოცოს.. მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მრევლი არ მოკლებოდეს მის ეკლესიას

  2. გილოცავთ მამაო ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ

  3. გილოცავთ მამა დავით დაბადების დღეს. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, მიხარია რომ სწორედ თქვენ ხართ ჩემი მოძღვარი. მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ, უფალმა გაგაძლიეროთ…

  4. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლმა შეგაწიოთ მეოხება და დაგიცვათ მისი საფარველის ქვეშ. გახაროთ, მრავალს დაესწარით მამა დავით.

  5. მამა დავით, გილოცავთ! მთელი ცხოვრება ყოფილიყავით ჯანმრთელი, ბედნიერი, გახარებული. ისე გეცხოვროთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მინდა დიდხანს იცოცხლოთ………….უფალი გფარავდეთ

  6. გილოცავთ მამა დავით მრავალს დაესწარით!..
    შეგეწიოთ და გფარავდეთ უფალი…

  7. მამა დავით გილოცავთ, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას გისურვებთ… მადლობა უფალს რომ ჩემი მამაო ხართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები