ქალბატონი ლია შამანაური 173-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. შვილებს სახლიდან გასვლისას ყოველთვის ლოცავს, პირჯვარს სწერს და ღმერთს ევედრება, რომ მათ მშვიდობით იარონ. ზუსტად ერთი წლის წინ, 11 თებერვალს დილით თავისი გიორგი სამსახურში ისე გაისტუმრა, რომ შვილის დალოცვა ვერ მოახერხა. გიორგის სახლიდან გასვლიდან ნახევარ საათში მისი სიცოცხლე უკვე გაჩერებული იყო. თუ რატომ არის აუცილებელი შვილების დალოცვა და რა ტკივილს იტანს ქალბატონი ლია, ის თავად გვესაუბრა.
ლია შამანაური: ,,ჩემი ტკივილი დაახლოებით 28 წლის წინ დაიწყო. მაშინ 20 წლის ვიყავი. ერთადერთი 16 წლის ძმა ავარიაში გარდამეცვალა მოუნათლავი. მთელი ცხოვრება დედიკოს ცრემლიან თვალებს ვუყურებდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მე ცოცხალი ვიყავი, ჩემს ძმას ხომ გვარი უნდა გაეგრძელებინა… მამა ამაყი, ვაჟკაცი ადამიანი გახლდათ. ვერ გაუძლო ამ განსაცდელს და 9 წელში, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერე დავოჯახდი. ოთხი შვილი შემეძინა – 3 ბიჭი და ერთი გოგონა. თითქოს ჩემი ძმის მაგივრადაც მე მყავდა შვილები გაჩენილი. მამაჩემის ოჯახში ვცხოვრობდი, დედა კი შვილების აღზრდაში მეხმარებოდა.
ჩემს გიორგის 5 წელი შეყვარებული ჰყავდა. ამ დროის განმავლობაში სულ ვეუბნებოდი, მოეცადა. 20 წლის იყო. არ დამიჯერა ღმერთის მადლით, დიდება უფალს და ცოლი დამოუკიდებლად მოიყვანა.
4 თვის პატარძალი 2 თვის ორსული დამიტოვა. ქორწილის დღეს შვილის გასვენება მქონდა.
დიღომში მოყინულ ტრასაზე გადაჭარბებული სიჩქარის გამო მანქანა ნაძვს შეეჯახა. გიორგი ადგილზე გარდაიცვალა. მადლს ვწირავ უფალს, რომ მისი გვერდზე მჯდომი თანამშრომელი გადარჩა და ჩემმა შვილმა სხვისი ცოდვაც არ წაიღო. ჩემი მეუღლე თურმე ტელევიზორში უყურებდა მომხდარ ავარიას: ,,საცოდავი, ვის ოჯახშიც ამას შეასვენებენ,” – უთქვამს.
სკოლაში გაკვეთილებს ვატარებდი. მთელი დღე თავს ცუდად ვგრძნობდი, გული მიმდიოდა. სკოლაში ჩემი გოგონა და სიძე შემოვიდნენ. ვიფიქრე, დედა გარდამეცვალა, ბედნიერი ვიყავი, რომ შვილები გადარჩნენ. გოგონამ მითხრა, რომ დედაჩემი კარგად იყო. ვყვიროდი, რომელი შვილი მომიკვდა-მეთქი. როცა სახელების ჩამოთვლა დავიწყე, მითხრეს, გიორგი აღარ იყო. მახსოვს მოსწავლეების გაოცებული და გამშრალი სახეები…
9 თვე რძალს შევყურებდი, მეშინოდა, მუცელი არ მოშლოდა. ახლა მყავს 5 თვის ანგელოზი გოგონა, ბარბარე და 21 წლის ქვრივი. ჩემმა შვილმა თავად შეურჩია სახელი. გახარებული იყო, რა ბედნიერი კაცი ვარ, მამა უნდა გავხდეო.
ერთხელ გზაზე მომავალს აზრი ამეკვიატა: ღმერთო, მე იმხელა განსაცდელი გადავიტანე, შვილივით გაზრდილი 16 წლის ძმა გარდამეცვალა, ალბათ, აღარ გამწირავს უფალი და შვილი აღარ მომიკვდება-მეთქი. მე ხომ დავდიოდი ეკლესიაში, ვლოცულობდი?! ღვთის მადლით მყავს 3 შვილი, მაგრამ უფალსაც საუკეთესო უნდა. რომელი დედა იტყვის, ეს შვილი უფრო მიყვარსო, თუმცა როდესაც ფაქტის წინაშე დგები, ხვდები, რომ ის იყო შენთვის განსაკუთრებული.
მთელი ცხოვრება დედაჩემის საცოდაობას ვუყურებდი. დღეს მე მეცოდება ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის გარდა. ჩემს ძმას რა უშველა დედაჩემმა? ერთი წელი ლოგინში ვერ ვაწვენდით, საჭმელს არ ჭამდა. ზამთარში დავიჭირეთ, საბნით მიდიოდა, ჩემს შვილს შესცივდებაო.
დედებმა ხშირად იციან და, სამწუხაროდ, როცა მაბრაზებდნენ, მეც ვიცოდი ბავშვის დაწყევლა. ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ მართლა ვწყევლიდი?! სანამ გიორგი ცოლს შეირთავდა, ძალიან ვეჩხუბე, ვუსაყვედურე. მითხრა: დედაკო, ნუ იწყევლები, ნახავ, მოვკვდები და შენ როგორ გამწარდებიო. ასეთი რამ არც ერთ შვილს არ უთქვამს. ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, ის ალბათ გრძნობდა…
გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ შვილგარდაცვლილმა დედებმა სიონში წამიყვანეს. უწმიდესის კურთხევით ვესწრებით პარაკლისს. ერთმანეთს ხელს რომ ვკიდებთ, უსიტყვოდ გვესმის, სიმშვიდეს ვგრძნობთ წმიდა ხატებთან, სიწმიდეებთან. ვქიფრობთ, ჩვენი შვილის სულებისთვის არის საჭირო, რომ ვილოცოთ, რადგან ტირილით ვერაფერს გავხდებით.
მამა დავითი (დათუაშვილი) ძალინ დამეხმარა ამ ტკივლის გადატანაში. ჩემი შვილის სახელზე მინდა წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარს წმ. ბარბარეს ხატი შევწირო. ველოდებით ტაძრის გახსნას, რათა აქაც ჩატარდეს პარაკლისები ჩვენი შვილების სულის მოსახსენიებლად.
ყველა დედას ვურჩევ, არ გაუშვან შვილები სახლიდან ისე, რომ არ დალოცონ და პირჯვარი არ გადასახონ. მე ყოველთვის ასე ვაკეთებ, კიბეებამდე ვაცილებ. სანამ ვხედავ, ვლოცულობ და პირჯვარს ვწერ. დედის ლოცვა ხომ ღმერთამდე ადის?! მე მეშინია, რადგან კიდევ მყავს შვილები. მინდა, ცოცხლები იყვნენ. მსურს, ყველას შვილი კარგად იყოს.’’
თეონა ნოზაძე

ქ-ნო ლია!ვიძიარებ თქვენს მწუხარებას.
დედის ლოცვას მართლაც რომ დიდი ძალა აქვს,უფალო დალოცე ჩვენი შვილები და დიდხანს გვიცოცხლე. მადლობა უფალო ყოველივესთვის.
გმერტმა მოცეტ გაძლება, გაგიხაროტ და გაგიმრავლოტ შვილები
ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
ქალბატონო ლია,გმერთმა გაგადზლიეროთ.
ლია დეიდა ძალიან მიყვარხარ, ღმერთმა ძალა მოგცეს ამ ტკივილს გაუძლო, არც ერთ დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, შენ სიძლიერეს ცამდე ვაფასებ და ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ქალბატონი ხარ, ძალიან მიყვარხარ და უფალმა გაგაძლიეროს
გმერთმა მოგვცეს დზალა რომ ამ ტკივილს გავუდზლოთ….:(
დედი მადლობელი ვარ შენი დალოცვისათვის.გმერთს მადლობას ვტირავ ყოველ დგე რო თქვენ მყევხართ ცოცხლები.ჩემი დზამიკოს სულს გმერთს ვავედრებ!ნათელში იყოს მისი სული….ატ და მარადის
დრო გადის და ტკივილი უფრო მეტად მატულობს :( უფრო მეტად გვენატრება და მეტად გვტკივა გული…… ცხოვრება გრძელდება გიგას გარეშე მაგრამ ვაი ამ ცხოვრებას.ყველაზე მეტად შენ ხარ განსაცდელში დე და მადლობა იმისთვის რომ ჩვენთვის აგრძელებ ცხოვრებას და გვიღიმი კიდეც თუმცა შენს ტანჯულ გულს საერთოდ არ ეღიმება:( ძალიან მიყვარხარ და უფალმა დაგლოცოს დე და ძალა მოგცეს რომ ამ ცხოვრებას გაუძლო შენც და ჩვენც მხოლოდ იმის ხათრით რომ ერთ დღესაც ყველა ერთად ვიქნებით სამუდამოდ
suli mtkiva im tkivilit,rasac sheni monatreba qvia.mxolod lamazi mogonebebi shemomrcha shengan.shen xom chemi dauviwyari da tkivilit savse siyvaruli iyavi,siyvaruli romelsac gapurchqvna ar dascalda.axla ushenoba mtkiva გიგა,magijebs da chkuidan mshlis yoveli wuti.radgan shen chemtan agar xar.usashvelo tkivils vgrdznob da momavals mxolod im imedit vumzer rom sadgac an odesgac isev shevxvdebit ertmanets.mteli cxovreba dagelodebi radgan es siyvaruli ar momcems sheni daviwyebis uplebas.
madlobeli var rom shengan shvili damrcha chveni siyvarulis nayopi chemi imedi da me mxolod mistvis vagrdzeleb cxovrebas mxolod mistvis da sheni sulistvis,rom viloco radgan roca gmerti inebebs mec gavxde girsi shentan mosvlis,dz miyvarxar da menatrebi .iloce chveni patara barbarestvis…..
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიგას სული.ქალბატონო ლია და დალი თქვენ კი გამძლეობას და ,მხნეობას გისურვებთ.უფალმა დაგლოცოთ.
ყველას დძალიან დაგვწყვიტე გული გიგა ალბათ უფლის ნება იყო ეს გმერთმა ნათელში გამყოფოს მიყვარხარ:(:(
როგორ მტკივა გული ამ ყველაფრის გამო…ნეტავ შემეძლოს,საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობდი ოღონდ გიგას თავისი პატარა ანგელოზი ენახა და დალისთან ერთად ბედნიერი ყოფილიყო…მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული გიგა,ყველას ძალიან გვაკლიხარ და გვენატრები,ილოცე შენი პატარა ანგელოზისთვის და შენი ოჯახისთვის.
ძალიან ძალინ მტკივა გული გიგა როგორც ძმა ისე მიყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება მტკივა გული რატომ მოხდა ასეთი რამ? დალი ჩემი ბიძაშვილია მაგარმ როგორც და ისე მიყვარს ბარბარე ცემი ცხოვრების ნაწილია როცა ბარბარე დაიბადა მინდოდა რო გიგა დალისთან და ბარბარესთნ ყოფილოყო მაგარმ ეს ყვლეფერი ღმერთის ნებაა…….გიგა ღმერთმა შენი სული ნათელში ამყოფოს მიყვარხარ და მენატრები….. ყოველთვის ვილოცებ შენი სულის გულისთვის………
დრო ყველაფრის მკურნალია მარღალია დგეს გიგა ჩვენთან არ არის მაგრამ ის ზევიდან გვიყურებს და გული ტკივა რომ მიგვატოვა მაგრამ ეს მისი ნება არ იყო ეს უფალმა გადაწყვიტა. მართალია მე ძმა არასოდეს არ მყოლია მაგრამ გიაგას ჩემ ძმათ მივიჩნევდი მე გული მტკივა ამ ყველაფრისთვის მაგრამ რომ ვიცი გიგას უფალი არასოდეს არ მიატოვებს.გული მტკივა დალის და შენს ახლობლებს ცრემლიან თვალებს რომ ვუყურებ.როგორ იტანჯებიან შენს გარეშე და როგორ გნატრობენ. შენი სიცოცხლისთვის ყველაფერს გავაკეთებდი…………დღე არ გავა შენზე არ ვილოცო…….შენ მე არასოდეს დამავიწყდები..შენი სული მინდა გიგ ღმერთმა ნათელში ამყოფოს…..დაიფარე შენი ოჯახი.შენ ბარბარეზე არ ინერვიულო ბარბარე ყველას უყვარ……მენატრები უზომოდ მენატრები……………………………………..მიყვარხარ მიყვარხა
დრო ყველაფრის მკურნალია მარღალია დგეს გიგა ჩვენთან არ არის მაგრამ ის ზევიდან გვიყურებს და გული ტკივა რომ მიგვატოვა მაგრამ ეს მისი ნება არ იყო ეს უფალმა გადაწყვიტა. მართალია მე ძმა არასოდეს არ მყოლია მაგრამ გიაგას ჩემ ძმათ მივიჩნევდი მე გული მტკივა ამ ყველაფრისთვის მაგრამ რომ ვიცი გიგას უფალი არასოდეს არ მიატოვებს.გული მტკივა დალის და შენს ახლობლებს ცრემლიან თვალებს რომ ვუყურებ.როგორ იტანჯებიან შენს გარეშე და როგორ გნატრობენ. შენი სიცოცხლისთვის ყველაფერს გავაკეთებდი…………დღე არ გავა შენზე არ ვილოცო…….შენ მე არასოდეს დამავიწყდები..შენი სული მინდა გიგ ღმერთმა ნათელში ამყოფოს…..დაიფარე შენი ოჯახი.შენ ბარბარეზე არ ინერვიულო ბარბარე ყველას უყვარ……მენატრები………………………მიყვარხარ მიყვარხარ
ტკივილი რომელიც არასოდეს გამინელდება:(((( უზომოდ მენატრები გიგა:((
dakarguli qali var,tkivilamde sulshekruli qali,umomavlo qali,qali romelmac araperi icis.qali romelsac sheni siyvaruli undoda da shen samudamod miatove,romelic imedgacruebuli da gulnatkenia.magram.aseti yopila uplis neba….veranairi sityva ver axsnis chem tkivils,dz didi madloba yvelas tanadgmoistvis.upali gparavdet…..
ღმერთმა გაგაძლიეროთ ლია მასწავლებელო, უფალმა გაშოროთ ყველაფერი ცუდი. ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მინდა გული აღარასოდეს გეტკინოთ. მიყვარხართ
უფალო შენ დალოცე ყველა, ხატის წინ დაჩოქილი დედა,ის ხომ შვილების სიცოცხლეს, ყოველდღე გევედრება..უფალო დედის ფასი, ყველა შვილს ასწავლე,და შენსკენ მომავალი, გზა გაუკვალე..—————————————შვილი ყველა დედას, ჯამრთელად გაუზარდე,დედავ, საქართველოს, ერი გაუმრავლე..არცერთ დედის თვალს ცრემლი არ ადინოარცერთ დედის გულს, გული არ ატკინო..——————————————–შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო,არცერთ დედის სულს სული არ დაუფრთხო..უფალო დედის ლოცვა, შვილს არ ააცდინო,შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო..———————————————-უფალო შვილს დედის სითბო, არ გადაავიწყოდედას შვილის ცუდი, არასდროს აუწყო.სანამ დედამიწაზე, სიცოცხლე იქნება,დედა-შვილობა არ მოიშლება.
ლია რა უნდა გითხრა,მიჭირს ძალიან, გუშინდელ დღესავით მახსოვს ის დიდი ტრაგედია, იტას გარდაცვალებამ ორი სოფელი შესძრა. დიდი და პატარა გლოვობდა. რას ვიფიქრებდი თუ ამ ტრაგედიას კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დაემატებოდა.ვიცი რასაც გრძნობ ჩვენ ხომ ერთი ტკივილი გვაერთიანებს მეც ხომ შვილმკვდარ დედათა სიაში ვწერივარ. ღმერთმა გაგაძლიეროს. ჩვენი შვება მხოლოდ მათზე ლოცვაა.
ლია ბიცოლა ძალიან მიყვარხარ გიგაც უზომოდ მენატრება და ვიცი რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას და ნათელში ამყოფებს მის სულს.. )გიგა კი ზეციდან დალოცავს მისთვის გულით საყვარელ ადამიანებს … უფალმა დაგვლოცოს ჩვენ ყველა…
მე მესმის თქვენი ქალბატონო ლიაა.მეც მაკლია ერთი შვილი ერთი დღის ბიჭი..მიუხედავად იმისა რომ თვალით არ მინახავს ძალიან განვიცადე..დედისთვის ყველაზე საშინელება შვილის დაკარგვაა..მაგრამ ყველაფერი ხვთის ნებაა და ვერსად წაუვალთ.დედის ლოცვას კი მართლა დიდი ძალა აქვს და ყველა დედამ უნდა ილოცოს შვილის გამო..ღმერთმა ყველა დედა და შვილი დაიფაროს ყოველივე ცუდისაგან
ქალბატონო ლია ვიზიარებ თქვენ მწუხარებას ღმერთმა გაგიზარდოთ თქვენი სხვა შვილები და თქვენი შვილიშვილი ბარბარე
ძალიან ვწუხვარ. ცრემლებიც კი მომდის ;(;(
ღმერთო რა საშინელებაა,ღმერთო დაიფარე ყველა დედა,რო ასეთი უბედურება არავინ გადაიტანოს. თქვენ ქალბატონო ლია ღმერთმა გაგაძლიეროთ და თქვენი რძალი,რომელიც ასე უდროოდ გაუბედურდა.ძალიან ვწუხვარ,ძალიან.გფარავდეთ უფალი.
გული მეტკინა საშინლად, უფალმა გაგაძლიეროთ ნათელში გიმყოფოთ გიგას სული. ის სულ თქვენთან ერთად იქნება.
ზალიან ვცუხვარ,გმერტმა გაზლება მოგცეტ.
ღმერთო რა საშინელებაა,ღმერთო დაიფარე ყველა დედა,რო ასეთი უბედურება არავინ გადაიტანოს. თქვენ ქალბატონო ლია ღმერთმა გაგაძლიეროთ ,ძალიან.გფარავდეთ უფალი
Namdvilad dedis locvas didi dzala qavs,,22 agvistos dilit dedis locva ro cavikitxe guli amiporiaqba sul, ,gaushvi shvili samsaxurshi magram guli mitiris da ra vqna,,sagamo moaxlovda da lashas daureke mitra ert saatshi movalo,titqos ragaca mibizgebda dedis licva gamemeorebina,,asec moviqeci,,xatebis kutxe maqvs gaketebuli gancalkavebit da davicke locva,,tan sul cremlebi mdioda ar vici rato,,locva davamtavre da damirekes lashas avaria mouxda 10 cutis ukan,,mashin roca mis sicocxles gmerts vavedrebdi(((mamqanas jer ukan qonda dzlieri dartkma mere cina mxridan didi kamazi daejaxa,,nacilebad dashala tavidan bolomde,lashas ki saxeze mxolod erti adgili qomda gamskdari dartkmisgan,,aravitari motexiloba,sherkeva da sxva rame dazianeba,,es iko gmertisgan chemi sachuqari,,ismina vedreba chemi da uvneblad gadamirchina shvili,,daujerebel sascaulad aris dgemde es avaria, ,gmertma daiparos kvela deda,,aravis ar enaxos shvilis simcare,,
gmertma gagadzlierot mteli ojaxi,giorgis gadmocemit vicnobdi da mxolod kargi msmenia gparavdet upali.
gmertma gakmarot es tkivili tqven da tqvens ojaxs
ყველა დედას აშოროს უფალმა ეს განსაცდელი! ამინ!