მთავარისაზოგადოებაახალი თაობის აღზრდა"დავითიანნის" მოსწავლეებმა ძველი აღთქმის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს

“დავითიანნის” მოსწავლეებმა ძველი აღთქმის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს

“დავითიანნის” ღვთისმეტყველების სასწავლო ცენტრის ეგიდით, საკონკურსო პრეზენტაციების მესამე, დამამთავრებელი ეტაპი გაიმართა, რომელზეც გუნდებმა წარმოადგინეს საკონკურსო პრეზენტაციები ძველი აღთქმის თემაზე (22.12.2014). თორმეტი გუნდიდან ფინალურ ეტაპზე გადავიდა: რუსთავის მე–11 საჯარო სკოლა; თბილისის 64–ე საჯარო სკოლა; თბილისის 39–ე და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სკოლა-გიმნაზია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: რუსთავის მიტროპოლიტი იოანე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი და სხვა სასულიერო პირები.

დავითიანნის პრეზენტაცია

პრეზენტაციის ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ მეუფეები, რომლებმაც სიტყვით მიმართეს ბავშვებს და დალოცეს ისინი.
ლექციების კურსი კვლავ გრძელდება. მეორე სემესტრიდან ახალგაზრდები ახალ აღთქმას შეისწავლიან.

ღვთისმეტყველების სასწავლო ცენტრი მადლობას უხდის სტუმრებს მობრძანებისთვის, მოსწავლეებს კი უსურვებს წარმატებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები