19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვა"დავითიანნის" მოსწავლეები ძველი აღთქმის თემატიკაზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ

“დავითიანნის” მოსწავლეები ძველი აღთქმის თემატიკაზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ

22 დეკემბერს, ორშაბათს, 18:00-ზე, “დავითიანნის” ღვთისმეტყველების სასწავლო ცენტრის ეგიდით გაიმართება სასწავლო კურსის დამამთავრებელი საღამო, დავითიანნი რომელზეც “დავითიანნის” მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ძველი აღთქმის თემატიკაზე.

როგორც ინტერნეტჟურნალ “ამბიონს” “დავითიანნიდან” აცნობეს, საღამოს დაესწრებიან რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე და სხვა სასულიერო პირები (მისამართი: შ. რუსთაველის №23).

შეგახსენებთ, “დავითიანნი” 2008 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ახორციელებს სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის ინოვაციური მეთოდებით ისწავლება რელიგიების ისტორია, რომელიც შედგენილია სპეციალისტების მიერ და განკუთვნილია საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის. პროექტში გამარჯვებულ კურსანტებს “დავითიანნი” აჯილდოვებს საგზურით ტაო-კლარჯეთში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები