ოთარ მამფორიამ დავით სარაჯიშვილს როგორც დიდ ქართველს, მეცენატს და საზოგადო მოღვაწეს ლექსი მიუძღვნა:
ორი სამარე გამოვიცვალე,
სიკვდილის ორი შავი პერანგი,
ერთის ვიყავი რიდით მლოცველი,
მეორეს მწირის ცრემლით ვყვარობდი,
მესამედ მიხმო ზარმა ქაშვეთის
წმინდა ხატებიც ხელებს მიწვდიან,
ორი საფლავი თუ შევიცვალე,
სამშობლოს მიწა არ შემიცვლია.
რაიც სჯობია წყეულ სიმდიდრეს
ბრჭყვიალა ოქროს, მოსირულ ფარჩას,
ძე არ მყოლია, შვილის მაგიერ
ხალხში ჩემივე ამაგი დამრჩა.
იგი დამტირის, დაშლილ კუბოში
ჩემს დავიწყებულ ძვლებსაც დაეძებს,
გულმოწყალება არის ბადიში,
ვალმოხდილს ნათელს უფენს სახეზე
და შევეფარე ნატყვიარ ტაძარს
რეკავს ქაშვეთის დედოზარია,
ერთი ცხედარის სამჯერ დაკრძალვა
ეს უკვდავების საწინდარია….
