25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვამე ქართველი ვარ - დავით შალამბერიძის ლექსი

მე ქართველი ვარ – დავით შალამბერიძის ლექსი

მე მესმის ენა ვაზისა და ვერსალი მთების,
მე ვეძებ წარსულს და შევნატრი ლამაზ მომავალს,
მე არაერთხელ დამდებია თვალებზე ცრემლი,
მე გამარჯვებას წლების შემდეგ მივუძღვნი სალამს!

მე ჩემი გულით დავატარებ უსაზღვრო წუხილს,
მე მიფიქრია უსამართლო ტანჯულ დღეებზე,
ჩემთვის ღალატი სულიერად სიკვდილსა უდრის,
ლაფი დამისხამს ცრუ პატრიოტ, ცრუ პოეტებზე.
ჩემთვის უცხოა სიმდიდრე და დიდი სახელი,
თუ დამეკარგა სულიერი, სიმართლის ხედვა,
განა ვარ ღირსი, რომ ვუწოდო ჩემს თავს ქართველი,
თუ დავივიწყე უფლის მადლი და ათი მცნება.
მე ვეძებ წარსულს და შევნატრი ლამაზ მომავალს,
მე გამარჯვებას წლების შემდეგ მივუძღვნი სალამს!

2012 წ. ქუთაისი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები